ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“Tech4Good” - ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების ახალი შესაძლებლობები
15/06/2017
ვინ?: Microsoft-ი, PH International.
რა?: "Tech4Good"-ის ღონისძიება.
სად?: ვაკის პარკის მედიათეკა.
როდის?: 16 ივნისი, 14:00 საათი.
რატომ?: ღონისძიება Microsot-ის და PH International-ის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია საზოგადოებას გააცნოს ახალი ტექნოლოგიური პროგრამები, რომლებსაც Microsoft-ი არასამთავრობო სექტორს სთავაზებს. პროექტი საქართველოში ორგანიზაციის გლობალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და იგი კომპანიის ფილანტროპული საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს, რომლის ბიუჯეტი 1 მილიარდია და იგი 70 000-ზე მეტ არაკომარციულ-არასამთავრობო ორგანიზაციას მოხმარდება.

„Tech4Good“ პროექტის ფარგლებში, საქართველოში, 2010 წლიდან დღემდე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მიიღო Microsoft-ის ახალი მომსახურება და ისარგებლა პროგრამის სერვისით. ჯამში მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით 600,000 აშშ დოლარის ქლაუდ სერვისი და სოფტი გაიცა არაკომერციულ-არასამთავრობო სექტორზე. მიმდინარე წელს კი პროექტის ფარგლებში უკვე 288,000 აშშ დოლარია გამოყოფილი. პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან ის არასამთავრობოები, რომლებიც უკვე სარგებლობენ აღნიშნული პროდუქტით და თავის მხრივ გააცნობენ მის ეფექტურობასა და სარგებლობას სექტორის სხვა წარმომადგენლებსა და მედიას. ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სექტორმა შეთავაზებული ინოვაციური მომსახურება და მიიღოს ახალი სერვისი ფასდაკლების სისტემით ან სრულიად უსასყიდლოდ.

ღონისძიების განმავლობაში, Microsoft-ის მიერ მოხდება კომპანიის ახალი ტექნოლოგიის Microsoft Azure-ის პრეზენტაციაც, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ჰქონდეთ საკუთარი მონაცემთა ცენტრები (სერვერები); შეხვედრაზე ასევე, იგეგმება ახალი პროგრამების გაცნობაც, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს ეკონტაქტონ დონორებს და საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტური საშუალებებით. სამუშაო შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება Office 365-ის შესაძლებლობებიც, რომელიც უზრუნველყოფს Outlook, Word, Excel და Power Point-ის ონლაინ ვერსიების ონლაინ გამოყენებას.
წაკითხულია: 4896
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge