ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის“ პრესკონფერენცია
13/02/2013
 

მედია ანონსი

13 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინია თოფურია
T: 579900907,
574 077747
ntopuria@cync.ge

"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის"  პრესკონფერენცია

13 თებერვალს, 12:30 საათზე სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის" უფროსი რატი ბრეგაძე და მოადგილე, ირინე გულიაშვილი გამართავენ  პრესკონფერენციას, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას  ცენტრის პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს წარუდგენენ.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ახალმა გუნდმა არსებული ვითარების სწრაფი შეფასება გააკეთა და ცენტრის განვითარების ხედვა შეიმუშავა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ჩართულობის და მონაწილეობის გაზრდა, განვითარების წახალისება,  მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, სოციალური ერთობის მხარდაჭერა, ცხოვრების ჯანსაღი სტილის დამკვიდრება, ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლება, ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანსაღი  გარემო და ბავშვის უფლებების დაცვა იქნება ცენტრის პრიორიტეტები შემდგომი მუშაობისას.

რატი ბრეგაძე და  ირინე გულიაშვილი უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს.

###

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ნინია თოფურია T: 579900907, 574 077747 e-mail:
ntopuria@cync.ge

თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ №76ბ

წაკითხულია: 2304