ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის!”
27/02/2015
მედია ანონსი
27 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი
მაია ქობალია
591 62 03 01

საქართველოს 5 ქალაქში საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება

2015 წლის 28 თებერვალს 14:00 საათზე "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთჳის" საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში (პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი), ქუთაისში (მინდიაშვილი-აღმაშენებლის კვეთა, წმ ბარბარეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია), ზუგდიდში (ბულვარის მიმდებარე ტერიტორია), გორსა (იუსტიციის სახლთან) და თელავში (თეატრის წინ, ერეკლე მეორეს N7) საგზაო უსაფრთხოების აქციას გამართავს.

აქციის მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს ხელისუფლებას, რომ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეითებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო მძღოლებს მოუწოდოს გზა დაუთმონ ქვეითებს ქვეითთა გადასასვლელებზე. აქცია, რომელშიც სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას ქ.ქუთაისსა და საჩხერეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს ეხმაურება, რომელშიც ახალგაზრდა ქვეითები დაიღუპნენ. მონაწილეები ცენტრალურ ქუჩებზე საინფორმაციო ბანერებით ხელში ერთი საათის განმავლობაში აქციას გამართავენ და ქვეითებსა თუ მძღოლებს სლოგანებიან სტიკერებს დაურიგებენ. 

აქციის სლოგანია: "ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის!" 

ღონისძიებაში მონაწილეობენ პარტნიორი ორგანიზაციები: "საქართველოს წითელი ჯვარი", "იარე ფეხით", "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", სადაზღვევო კომპანია "აისი ჯგუფი", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი", ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, ასოციაცია "ათინათი", თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

 

წაკითხულია: 3089