ანონსი
16 იანვარი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნინო წითლანაძე
+ 995 593 75 03 49
+ 995 32 2 99 77 06
griboedovtheatre170@gmail.com
nino.artnews@yahoo.com
www.griboedovtheatre.ge
https://www.facebook.com/pages/ТЕАТР-ИМЕНИ-АС-ГРИБОЕДОВА/
"მდგმური" - პირველად ქართულ სცენაზე!
26 იანვარს 18.00 საათზე თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა "მდგმური" («Нахлебник») ივანე ტურგენევის პიესის მიხედვით.
დადგმა ხანხორციელდა ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კ.მარჯანიშვილის, ს.ახმეტელის, ა.წერეთლის სახელობის პრემიების ლაურეატი ნუგზარ ლორთქიფანიძე.
სპექტაკლი გააფორმა საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა, ა.წერეთლის სახელობის პრემიების ლაურეატმა ჯეირან ფაჩუაშვილმა.
დადგმაში მონაწილეობენ: მიხეილ არჯევანიძე, ნათია მელაძე, ოლეგ მჭედლიშვილი, ზურაბ ჭიპაშვილი, მერაბ ქუსიკაშვილი, ნანა დარჩიაშვილი, მედეა მუმლაძე და სხვები.
კომედია "მდგმურის" მთავარი გმირი კუზოვკინი - ღარიბი თავადია, სხვის ხარჯზე მცხოვრები მემამულე, დამცირებული ადამიანი, ვისაც თავისი კეთილმყოფელის სახლში მასხარის როლი ეკისრება. თითქოს არაფერი არ უნდა გვპირდებოდეს მოვლენათა კვანძის სკანდალურად და დრამატულად გახსნას ...
მაყურებელი დარწმუნდება, რომ პატარა ადამიანს არ დაუკარგავს ნამდვილი თავადის სიამაყე და დიდსულოვნება და თვით ყველაზე ტრაგიკულ სიტუაციაშიც იგი ინარჩუნებს საკუთარი ღირსების გრძნობას.
სპექტაკლი ეძღვნება ივანე ტურგენევის დაბადების 195-ე და ნაწარმოების შექმნის 165-ე წლისთავს.