“რუსული კლუბი” ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის კონსტანტინე გერასიმოვის არქივს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცემს
პრესრელიზი
19 ივნისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
კავშირი "რუსული კლუბი"-ს
პიარ-მენეჯერი
ნინო წითლანაძე
+ 995 93 75 03 49
+ 995 32 2 99 77 06
nino.artnews@yahoo.com
russianclub.ge
rcmagazine.ge
"რუსული კლუბი" ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის კონსტანტინე გერასიმოვის არქივს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცემს
ხვალ, 20 ივნისს, 19:00 ალ.გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება კრებული-კატალოგის „კონსტანტინე გერასიმოვი. მიძღვნა" პრეზენტაცია.
წიგნი ეძღვნება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის კონსტანტინე გერასიმოვის (1924-1996) ცხოვრებასა და მოღვაწეობას და გამოიცემა გამოჩენილი მეცნიერის, პოეტის, პედაგოგის, ბიბლიოფილის საარქივო მასალების საფუძველზე.
პრეზენტაციის ფარგლებში კ.გერასიმოვის არქივი გადაეცემა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის დირექტორს, ბუბა კუდავას გადაეცემა.
კრებული "მიძღვნა" ასრულებს ტრილოგიას, რომელიც შედგება წიგნებისგან "დაბრუნება" (2011, აქამდე გამოუქვეყნებელი მასალები კ.გერასიმოვის არქივიდან და მისი კოლეგების და მოწაფეების მოგონებები). მეორე წიგნი - "სიღრმიდან" (2011) არის 1992 წელს გამოსული ამავე სახელწოდების კრებულის რეპრინტული გამოცემა, რომელიც შეადგინა და კომენტარი დაურთო თავად ავტორმა.
"მიძღვნა" შეიცავს მისი ავტორ-შემდგენელების - ნინო ზარდალიშვილის და ვლადიმერ სარიშვილის - მოგონებებს კ.გერასიმოვზე, პოემა-ფეერიას "მიძღვნა" (ქვეყნდება პირველად), არქივის აღწერას და კომენტარებს და ასევე არქივის სრულ კატალოგს.
ტრილოგია "დაბრუნება" - "სიღრმიდან" - "მიძღვნა" გამოიცა სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ლოცვა-კურთხევით.
გამოცემა ეძღვნება კონსტანტინე გერასიმოვის დაბადებიდან 90 წლისადმი.
პროექტი განხორციელებულია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსული კლუბის" მიერ ფონდ „რუსსკი მირის" მხარდაჭერით.