ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“ქართული დამწერლობა”- წიგნის პრეზენტაცია
17/12/2008

 ანონსი მედიისთვის

17 დეკემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

 
“ქართული დამწერლობა”- წიგნის პრეზენტაცია

19 დეკემბერი, 18:00 საათი, TBC ბანკის საგამოფენო დარბაზი (მის: მარჯანიშვილის 7) - მოეწყობა პრეზენტაცია ახლად გამოცემული წიგნისა “ქართული დამწერლობა”.

წიგნის ავტორი, ტექსტის, მხატვრული საზედაო ასოებისა და გრაფიკული ნახატების შემსრულებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ხელოვნებადთმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ელენე მაჭავარიანი.
 
“ქართული დამწერლობა” გამოიცა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ.

წიგნის საილუსტრაციოდ ქართული ხელნაწერების ნიმუშები გამოყენებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციიდან.
 
წიგნი მომზადდა და გამოიცა გამომცემლობა “არეტეს” მხარდაჭერით. ”ქართული დამწერლობის” გამოცემა ფინანსურად უზრუნველყო კომპანია “ჯეოსელმა”. 
 
### 
 
საკონტაქტო პირი:
ირინა ჭოღოშვილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: 36 40 94; 895 28 16 08
ელ-ფოსტა: info@manuscript.ge
ვებ-გვერდი: www.manuscript.ge

 

წაკითხულია: 6731