მედია ანონსი
9 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
აუტიზმის ცენტრი
autism.2013.13@gmail.com
”აუტიზმის ცენტრის” პრესკონფერენცია
10 აპრილს, 11 საათზე "აუტიზმის ცენტრი" აწყობს პრესკონფერენციას . პრესკონფერენციის თემა:
-
აუტიზიმით დაავადებული ბავშვების მკურნალობა და მათ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
-
სამთავრობო სტრუქტურების და მასმედიის ჩართულობის მნიშვნელობა ასა-ს მქონე ინდივიდთა ადვოკაციის პროცესში და მისი მნიშვნელობა ამ ინდივიდებისა და ოჯახებისათვის;
-
საქართველოში არსებული სერვისები და მათი მიღწევადობა ასა-ს მქონე ინდივიდებისათვის;
-
ასა-ს მსოფლიო და საქართველოს სტატისტიკა;
-
საუნივერსიტეტო კლინიკის შექმნის აუცილებლობა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის მოზარდი ასა-ს მქონე ინდივიდებისათვის;
-
სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ასა-ს მქონე ინდივ იდთა საჭიროებები და მათი მოგვარების ჩვენეული ხედვა.
-
აუტიზმის მკურნალობის ეფექტურობა ადრეული ინტერვენციისას;
-
2013 წელი- აუტიზმის წელი;
პრესკონფერენიცას გაუძღვება საქართველოს აუტიზმის ასოციაციის პრეზიდენტი,ილიას სახ. უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო კერესელიძე.