24/05/2007
ა ნ ო ნ ს ი მ ე დ ი ი ს თ ვ ი ს
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
”ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი საქართველოს” პრეზენტაცია
25 მაისი, 14:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით, ჩაატარებს ”ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი საქართველო”-ს პრეზენტაციას, რომელიც გაიმართება ასოციაციის ოფისში – ვ. ორბელიანის #35. ქსელი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს სერვისებს სამი ძირითადი მიმართულებით: ბიზნესკონსალტინგი, ტრენინგები და მარკეტინგული კვლევები. მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ მომსახურება სხვადასხვა კუთხით - საგადასახადო და საბაჟო საკითხები, მარკეტინგული დაგეგმვა, ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესის დაგეგმვა და მართვა, საწარმოთა რეგისტრაცია, ბიზნესპარტნიორების მოძიება და სხვა. ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ბიზნესსაკონსულტაციო ქსელის რეგიონალურ ოფისებში, რომელიც მოიცავს ზუგდიდს, ბათუმს, ქუთაისს, გორსა და თელავს.
თბილისის კონსალტინგის დირექტორის ანა ქათამიძის თქმით, ”სერვისის მინიმალური პაკეტი უფასოა, ხოლო სხვა მომსახურებებზე ფასი არის საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლები. სპეციფიკურ და კომპლექსურ შეკვეთებზე ფასი დგინდება ინდივიდუალური მოლაპარაკებების გზით”.
ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი საქართველო”-ს ვებ-გვერდზე - www.bcng.ge - შემოსულ ნებისმიერ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებულ ინფორმაციას, როგორიცაა: საკანონმდებლო სიახლეები, ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა, `ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი საქართველოს” სერვისები, ბიზნეს-კალენდარი და სხვა.
წლის განმავლობაში ვებ-გვერდის საშუალებით ჩატარდება გამოკითხვა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების გამოსავლენად, რომელთა დაჯილდოებაც მოხდება წლის ბოლოს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება შემდეგ ნომინაციებში: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე ცალკე ნომინაციები იქნება განსაზღვრული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის.
###
საკონტაქტო პირი: ქეთი რეხვიაშვილი,
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი
ტელ.: 995 32 922355/920180
ელ-ფოსტა: keti.rekhviashvili@iesc.ge
საკონტაქტო პირი: დოდო ჭუმბურიძე, PR მენეჯერი
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ტელ.: 92 28 39; 893 28 30 92
ელ-ფოსტა: pr@economists.ge