ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
”გუდვილის” კონდიტერთა მასტერ კლასი
11/02/2009


მედია ანონსი

11 თებერვალი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

”გუდვილის” კონდიტერთა მასტერ კლასი

14 თებერვალი, 15:00 საათი, ჰიპერმარკეტი “გუდვილი” - ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით კონდიტერთა მასტერ კლასს გამართვას.

”გუდვილის” კონდიტერები 2 საათის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს ”ვალენტინობის” თემატიკით გაუფორმებენ ტორტებს, რომელთა შეძენაც ადგილზევე იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული მასტერ კლასი საქართველოში პირველად ეწყობა და ვფიქრობთ, რომ ღონისძიება საკმაოდ საინტერესო, არაორდინალური და გამორჩეული იქნება.

ჰიპერმარკეტი ”გუდვილი” მასტერ კლასის პარალელურად კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს: ბულანჟერიის (პურ-ფუნთუშეულის ცხობა) განვითარების მიზნით, ჰიპერმარკეტს ცნობილი ფრანგი ბულანჟერი დენუ ვილიამი სტუმრობს. ბატონი დენუს სტუმრობის მიზანი პურ-ფუნთუშეულის მომზადებისთვის საჭირო ტანამედროვე ტექნოლოგიის გაცნობა და ადაპტირებაა.

14 თებერვალსვე ”გუდვილის” მომხმარებელი პირველად და რა თქმა უნდა უფასოდ იგემებს ფრანგი ბულანჟერის მიერ დამზადებულ კროასანების და ფუნთუშეულის ნაირგვარ ასორტიმენტს.  

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს “გუდვილი”
ნატო დარჩიაშვილი
PR და რეკლამის მენეჯერი
ფარნავაზ მეფის გამზირი #1
ტელ: 899 51 01 44

წაკითხულია: 7156