ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
”იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” იწყებს ტრენინგებს
24/03/2008

  

ანონსი მედიისათვის

”იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” იწყებს ტრენინგებს 

”იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” გთავაზობთ ტრენინგებს შემდეგ მიმართულებებში: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი HRM, PR და ეფექტური კომუნიკაციები.

ტრენინგი დაიწყება 31 მარტს და გაგრძელდება 14 აპრილამდე. ტრენინგი 24 აკადემიურ საათს მოიცავს, რაც 12 საათიან სალექციო დროს და 12 საათიან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს (სახლში დაგეგმილი დავალებები, ტესტები, პრეზენტაციები, საკითხავი ლიტერატურა)

ტრენინგი ჩატარდება: ორშაბათი - ოთხშაბათი - პარასკევი; ან სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი; დღეში ორი ასტრონომიული საათი, ტრენინგი დაიწყება 18:30 წუთზე.
ტრენინგი ქართულენოვანია.

ტრენინგი მოიცავს: ჰენდაუთებს, დისკზე ჩაწერილ პრეზენტაციებს, სახელმძღვანელოებს, ტესტებს, სავარჯიშო მასალებს და კოფიბრეიქს.
ტრენინგი ჩატარდება ინტერაქტიურად: პავარპოინტის პრეზენტაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები, როლური თამაშები და ვიდეო ჩვენებები.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატი დანართით, სადაც მითითებული იქნება საგნების და საათების დასახელება და რაოდენობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.youthnet.ge

წაკითხულია: 5646