10/06/2010

მედია ანონსი
10 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
თეონა ბარდავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
+995970353
”კოალიცია სამართლიანობისათვის” ცხინვალიდან დევნილი მოზარდებისათვის ბოულინგის ტურნირს აწყობს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 10 ივნისი, 2010 - 11 ივნისს ,15 საათზე,”ბოულინგ ცენტრალში” არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვის'' ცხინვალიდან დევნილი,კოდაში ჩასახლებული მოზარდებისათვის, საქველმოქმედო აქციას მოაწყობს.
აქციის ფარგლებში, „კოალიცია სამართლიანობისათვის" ეგიდით, სპორტული ტურნირი მოეწყობა, სადაც 1991 წელს, ცხივნალში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოზარდები ერთმანეთს ბოულინგის თამაშში შეეჯიბრებიან.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სამართლიანობის აღდგენაა და შესაბამისად ორგანიზაცია იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებზე მუშაობით არის დაკავებული, ვთვლით, რომ მსგავსი ღონისძიებებით ჩვენ გავუმრავალფეროვნებთ დევნილ ახალგაზრდებს ცხოვრებას" - აცხადებს ნინო კვარაცხელია, „კოალიცია სამართლიანობისათვის" თავმჯდომარის მოადგილე.
მსგავსი ტიპის ღონისძიებებს „კოალიცია სამართლიანობისათვის" რეგულარულად გამართავს.
მისამართი:
" ბოულინგ ცენტრალი",თბილისი, ვაგზლის ქ. 2