17/06/2010მედია ანონსი
17 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამუნა ქაროსანიძე
877 71 91 07
”საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოსთვის” პრესკონფერენციას მართავს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 ივნისი, 2010-18 ივნისს, პარასკევს, 12:00 სთ-ზე, არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედიაცენტრში ჩატარდება ორგანიზაცია ”საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოსთვის” პრესკონფერენცია.
ორგანიზაცია 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს. აქცენტი გაკეთდება გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზე და საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის დონის ამაღლებაზე.
მისამართი: მარი ბროსეს ქუჩა #6