მედია ანონსი
13 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ნინი ზარდიაშვილი
591 705 578; 593 515 532
„C I N É D O C - T B I L I S I "
გ ა ხ ს ნ ა
14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში" პირველი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი კავკასიაში „CinéDOC-Tbilisi" გაიხსნება. ფესტივალს წელს ებრაელი რეჟისორის დანი ვასერმანის დოკუმენტური ფილმი „Do you believe in love" გაიხსნის. ჩვენებას ფილმის პროდიუსერი ბარაკ ჰეიმენი, ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტები, საერთაშორისო ფონდებისა და ტელევიზიების, ფესტივალის მხარდამჭერი სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„CinéDOC-Tbilisi" შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს. 14-19 ოქტომბერს, 5 დღის მანძილზე მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ქართული რეალობისთვის აქტუალურ თემებს შეეხება.
ფესტივალი წელს ტრადიციული 3 სექციის გარდა - „საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა", „Focus Caucasus", „CinéDOC-Young", რამდენიმე ახალ სექციას აერთიანებს: „უკრიანის ხმები" სადაც ნაჩვენები იქნება სამი თანამედროვე უკრაინული დოკუმენტური ფილმი და სექცია „სხვა სივრცე", რომელიც მაყურებელს მიგრაციის და ემიგრაციის თემასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმებს სთავაზობს. ფესტივალზე ასევე, წარმოდგენილი იქნება „IDFA Bertha Fund" - ის მიერ დაფინანსებული საუკეთესო ფილმები სექციაში „IDFA ფოკუსი". სპეციალური ჩვენებების შემდეგ თემების გარშემო გაიმართება ვრცელი დისკუსია; პროფესიონალებისთვის მოეწყობა ინდუსტრიული შეხვედრები (გოეთეს ინსტიტუტი) და დოკუმენტური კინოს მოყვარულებისთვის ჩატარდება თოქშოუები (საფესტივალო კაფე Divan-ი).
ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად.