ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„Continent Cron Palace Tbilisi”-ი ერთგულ მომხმარებელს საბალეტო სეზონის გახსნაზე იწვევს
01/10/2015

მედია ანონსი

„Continent Cron Palace Tbilisi"-ი ერთგულ მომხმარებელს საბალეტო სეზონის გახსნაზე იწვევს

სასტუმრო „Continent Cron Palace Tbilisi"-ი ერთგულ მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს და 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სეზონის გახსნაზე ეპატიჟება.

საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ერთმოქმედებიანი ჯორჯ ბალანჩინის ბალეტი Symphony in C/ დო მაჟორი და მიხეილ ფოკინის ბალეტი Le Spectre de la rose/ვარდის აჩრდილი. საღამოზე იცეკვებს შეუდარებელი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი.

სასტუმრო „Continent Cron Palace Tbilisi"-ის გენერალური მენეჯერის მაია მახათაძის განცხადებით, სასტუმროს პრიორიტეტი მომხმარებლებთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათზე ზრუნვაა, სწორედ ამიტომ სასტუმრო საკუთარ სტუმრებს მუდმივად სთავაზობს სასიამოვნო სიურპრიზებს. 

სასტუმრო „Continent Cron Palace Tbilisi"-ი 2015 წლიდან სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის „კონტინენტის" ოფიციალური წარმომადგენელია.

წაკითხულია: 4953