მედია ანონსი
19 თებერვალი, 2015,
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ანუკი ცქვიტინიძე
ანსამბლ "ბასიანის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,
დღეს ბასიანის სოლო კონცერტი გაიმართება
2015 წელი საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანი"-სთვის საიუბილეო წელია, მას 15 წელი შეუსრულდა, ამასთან დაკავშირებით 19 თებერვალს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ბასიანი" სოლო კონცერტს გამართავს და სრულიად ახალი პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე. კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება.
აგრეთვე 2015 წლის 21 თებერვალს ანსამბლი „ბასიანი" მიემგზავრება ესპანეთში, სადაც სოლო კონცერტებს მადრიდში, სანტანდერსა და ზარაგოზაში გამართავს, კონცერტების პარალელურად ცნობილ ესპანელ მუსიკის მკვლევართან, პოლო ვალეჰოსთან ერთად „ბასიანი" მასტერ-კლასებს ჩაატარებს.