ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„თანამედროვე ტექნოლოგიები არითმიის მკურნალობაში"
17/11/2010


მედია ანონსი

17 ნოემბერი,2010
დაუყონებლივ გავრცელებისათის

საკონტაქტო პირი:
მთავარი სპეციალისტი, ჯონსონ და ჯონსონ მედიკალის
ოფიციალური  წარმომადგენელი საქართველოში,
ლიკა ნათიშვილი
ტელ: +822728656
მობ:+99577763075
ელ-ფოსტა:  
mailto:inazrish@its.jnj.com 

„თანამედროვე ტექნოლოგიები  არითმიის მკურნალობაში"
(სამგანზომილებიანი ნავიგაცია და კარტირება)

[PUBLICITY.GE] თბილისი,  17 ნოემბერი, 2010 წელი  - 20 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი"-ს საკონფერენციო დარბაზ „კალა"-ში (თელავის ქ N 20 ) არითმოლოგების და კარდიოლოგების კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მიზანია: არითმიის მკურნალობის ახალი უნიკალური აპარატის CARTO XP -ის -სამგანზომილებიანი სანავიგაციო სისტემის  წარდგენა და დანერგვა.

სპეციალურად ღონისძებისათვის ბელგიიდან ჩამოვა ცნობილი არითმოლოგი (პროფესორი რენე ტავერნიე)  რომელიც მოხსენებით გამოვა კონფერნციაზე.მოხსენებებს ასევე გააკეთებენ ადგილობრივი წამყვანი არითმოლოგები, რომლებიც ისაუბრებენ ელექროფიზიოლოგიაში მიმდინარე მიღწევებსა და პერსრექტივებზე .

კონფერენციას დაესწრებიან  კარდიოლოგები და არითმოლოგები საქართველოს ყველა რეგიონიდან,ასევე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, "ბლოკ ჯორჯიას", კომპანიების: GMS, Johnson & Johnson, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

ღონისძიების დასასრულ გაიმართება ფურშეტი.

ღონისძიების ორგანიზატორია:

"ჯონსონ და ჯონსონ" მედიკალის ოფიციალური  წარმომადგენლობა საქართველოში.

"ჯიემესი"  - "ჯონსონ და ჯონსონ" მედიკალის ოფიციალური  დისტრიბუტორი  საქართველოში.

მოკლე ინფორმაცია არითმიის შესახებ:

არითმიები კარდიოლოგიაში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. დღემდე საქართველოში ეს დაავადება განუკურნებელ, ქრონიკულ დაავადებად ითვლებოდა, რადგან გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ორგანული დარღვევის მედიკამენტოზური მკურნალობის და მედიკამენტოზური კორექციის გზით განკურნება შეუძლებელია. მაგრამ, საბედნიეროდ, არითმოლოგია დღითი-დღე ვითარდება და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის მეშვეობით უკვე ახერხებს არითმიების სრულყოფილად მართვას.

აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ საქართველოში 2010 წელს დაინსტალირდა 2 სანავიგაციო სისტემა CARTO XP. პირველი სისტემა დაინსტალირდა ქ. ქუთაისის "აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში" 2010 წლის მარტის თვეში. რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩატარდა უნიკალური ოპერაციები, რის შედეგად   განიკურნა ათეულობით პაციენტი. მეორე სისტემა CARTO XP დაინსტალირდა  ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოქტომბერში ,რის შემდეგაც წარმატებულად ჩატარდა რამოდენიმე ოპერაცია. მსოფლიოს წამყვანი ელექტროფიზიოლოგების აზრით-" CARTO XP არის საუკეთესო, რაც დღეს მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიაში არსებობს. ის საშუალებას იძლევა გულის სამგანზომილებიანი მოდელის აგების  და ანატომიურ სიტუაციასთან ერთად გვიჩვენებს იმპულსების გავრცელების სურათს.  შესაძლებელია დაახლოებით 1მმ.-ის სიზუსტით არითმიის კერის აღმოჩენა და ელექტროსიხშირული დენის ზემოქმედებით მისი განადგურება"

არითმიით დაავადებული ადამიანები II ჯგუფის ინვალიდებად ითვლებიან, ოპერაციის შემდეგ კი აბსოლუტურად ჯანმრთელები ხდებიან. CARTO XP -ზე  მუშაობენ მაღალპროფესიული ექიმი-ელექტროფიზიოლოგები, რომლებსაც აქვთ შეძენილი გამოცდილება ევროპის წანყვან კლინიკებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არითმოლოგიაში ახალი ეპოქა დაიწყო და ათასობით პაციენტს საშუალება მიეცემა განიკურნოს ერთხელ და სამუდამოდ.

წაკითხულია: 3947