გაიმართება ჟურნალ ,,NEWტონი“-ს პრეზენტაცია. ლატარიის პრინციპით მონაწილეთა შორის გათამაშდება ინგლისური ენის შემსწავლელი 3 თვიანი კურსი „ბრიტანულ ცენტრში“, რომელსაც გამარჯვებული ბრიტანულ ცენტრში უფასოდ გაივლის. გათამაშება ლატარიის პრინციპით მოხდება.
„მომავლის ბანაკი“ 20 ივლისს გაიხნა და 20 სექტემბრამდე გაგრძელდა.ბანაკს 14-დან 18 წლამდე მოზარდებისაგან დაკომპლექტებული 7 ნაკადი სტუმრობდა. საერთო ჯამში ბანაკს 2000-ზე მეტი დამსვენებელი სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, თანატოლებთან ერთად დაისვენეს დევნილმა ბავშვებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში და „აისაფის“ ოპერაციაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა მოზარდებმა,ასევე ბანაკს სტუმრობდა სოციალურად დაუცველი ბავშვები კარალეთიდან, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტების - ,,მოხალისეთა კლუბის“ და,,მეგობარი სკოლების „ ბენეფიციარები.
პროექტში ჩართულმა მოზარდებმა გაიარეს სპეციალურად შემუშავებული მოდულები (როლური თამაშები,დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამინის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, ტოლერანტობის, არჩევნებისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.