ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„მწვანე ეკონომიკა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ პროგრამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
16/09/2013

მედია ანონსი

16 სექტემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

„მწვანე ეკონომიკა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში" პროგრამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება „მწვანე ეკონომიკა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში" ("Greening Economies in the European Union's Eastern Neighbourhood" (EaP GREEN) ) პროგრამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

შეხვედრას დაესწრებიან აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის (Eastern Partnership - EaP) ექვსი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის, ევროპის კომისიისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები, აგრეთვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის დაგეგმვა, ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროექტებისა და მიღწეული შედეგების განხილვა და გამოცდილების გაზიარება. საქართველომ EaP-ის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის განხორციელება მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო, დაგეგმილია კანონმდებლობის დახვეწა და სამეწარმეო სექტორის ჩართვა მდგრადი განვითარების პროცესში.

EaP პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას „მწვანე" ეკონომიკის განვითარებაში, აგრეთვე თანამშრომლობის ხელშეწყობას ისეთ ლიდერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან - როგორებიცაა: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO). პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 48 თვიანი პერიოდისათვის შეადგენს 12.5 მილიონ ევროს.

წაკითხულია: 1509