ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ - ინსპექტორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდება
31/01/2018
ვინ?: შეხვედრას დაესწრებიან კერძო და საჯარო უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები და ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირები. ღონისძიებაში ჩართულია კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია.
რა?: შეხვედრაზე განიხილება ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, გაიმართება დისკუსია პრაქტიკაში არსებული საკითხებისა და აქტუალური პრობლემების გარშემო.
სად?: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, თავისუფლების მოედანი 4
როდის?: 31 იანვარი 2018, 10:30
რატომ?: შეხვედრა ტარდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის („UNDP“) მხარდაჭერით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
წაკითხულია: 2369