მედია ანონსი
17 აგვისტო 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნუკა ლეჟავა
574 15 77 66, 599 15 77 6
pr@art-muza.ge
„პირველად საქართველოში, ბრიტანული - ბენდი CRAZY P კვარიათის ვიტამინში ჩამოდის "
21 აგვისტოს კვარიათის „ვიტამინში" ყველასათვის კარგად ნაცნობი, ბრიტანული ბენდის - "CRAZY P"-ის კონცერტი გაიმართება. კვარიათს ესტუმრება ჯგუფის ვოკალისტი Danielle Moore და Hot Toddy, რომლებიც ცნობილი არიან იმპროვიზაციითა და ორიგინალური პერფორმანსით.
"CRAZY P" უკვე 15 წელია საცეკვაო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია. მათი შემოქმედება 1996 წლიდან იღებს სათავეს, ჯგუფის პირველი ალბომი - „A Nice Hot Bath With" 1999 წელს გამოვიდა. ამას მოჰყვა შემდეგი ალბომები - „The Wicked Is Music" „24 Psychedelic Freakout" „A Night On Earth... რაც ძალიან მალე აისახა მის მსოფლიო პოპულარობაზე.
"CRAZY P" ქართველი მსმენელებისთვის სამსაათიანი პროგრამით წარსდგება, შესრულდება ყველასათვის საყვარელი ძველი და ახალი კომპოზიციები.
უკვე 6 წელია კლუბი „ვიტამინი" თბილისში, გონიო/კვარიათსა და გუდაურში თავის მომხმარებელს კომფორტულ გარემოს უქმნის. რა არის ვიტამინი? კაფე, რესტორანი, კლუბი? თუ ცხოვრების წესი, სადაც შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, ის რაც გიყვარს - დაისვენო, გაერთო, ჭამო, იკითხო, ითამაშო და ასე შემდეგ...
„ვიტამინი" ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა საინტერესო ღონისძიებებით. განსაკუთრებით დატვირთულია ზაფხულის სეზონზე კვარიათის ვიტამინი, აქ მოუსმენთ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ შემსრულებლებს.
მთელი აგვისტოს განმავლობაში, ყოველ დღე კვარიათის ვიტამინი სხვადასხვა გასართობ პროგრამებს წარმოუდგენს თავის მომხმარებელს+: სალომე კორკოტაშვილი დიჯეი IKOST-თან ერთად; ბენე; ტუსია, ნიკაკოი და ჯორჯიკა, სვანსიხი, CATCH THE CLOUDS და კიდევ ბევრი სხვა, ეს, იმ მცირედის ჩამონათვალია რასაც ვიტამინი ზღვაზე დამსვენებლებს შესთავაზებს.