რატომ?: საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი ჯეისონ გრეგორი, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორი საერთაშირისო კვლევის შედეგებს წარადგენს, რომელიც ასახავს 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლის უნარ–ჩვევებზე ისაუბრებს. კვლევა ინოვაციების გლობალურ ფონდთან NESTA-თან და ოქსფორდის მარტინის სკოლასთან ერთად ჩატარდა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ: მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და კატერინა ნტეპი, კომპაქტის განხორციელების დეპარტამენტის მმართველი დირექტორი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია MCC.
კონფერენციაზე მოწვეულია 200-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. განხილული იქნება ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა. პანელური დისკუსიის ნაწილი პროფესიული განათლების ბრენდინგის საკითხებსაც დაეთმობა.
16:00 საათიდან გაიხსნება პროფესიული განათლების 45 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საჯარო გამოფენა, სადაც 10 პროფესიული სასწავლებელი დამთვალიერებელს ყველა საჭირო ინფორმაციას გააცნობს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის $12 მილიონი ბიუჯეტის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.
ღონისძიების დასასრულს, 19:00 საათზე, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გალა დაჯილდოება გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაცია.
გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან ალექსანდრე ჯეჯელავა, ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
###
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
გიორგი კოპალეიშვილი
ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
595-298989 | gkopaleishvili@mcageorgia.ge
თათია ხუბულავა
კომუნიკაციების მენეჯერი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის"
557– 516363| tatia.khubulava@pem-consult.de