ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი” თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ქუთაისში შეხვედრებს გამართავს
11/12/2013
მედია ანონსი

11 დეკემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა დუნდუა
„სიდას" კომუნიკაციის მენეჯერი
599248222
diana@cida.ge

„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ქუთაისში შეხვედრებს გამართავს

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, ქ. ქუთაისის მერიაში „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN), რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა", გამართავს შეხვედრას ადგილობრივ თვითმმართველობასთან და წარუდგენს მათ ქსელის წევრების მიერ მომზადებული რეკომენდაციების პაკეტს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით.

13 დეკემბერს, ასევე ქ. ქუთაისში, სასტუმრო „რჩეულში" ზემოაღნიშნულ თემაზე, შედგება შეხვედრა „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" (ნალა) წარმომადგენლებსა და ქსელის წევრებს შორის.

შენიშვნა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თვითმმართველობის კოდექსი, რეგიონულ მედიას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" შეხვედრისას გააცნო.

აღნიშნულ კოდექსთან დაკავშირებით, „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა" (R-CSN) და მსში შემავალმა 40-მდე ორგანიზაციამ შეიმუშავა და წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე".

რეკომენდაციების პაკეტი შეეხება კოდექსში შემევალ შემდეგ საკითხებს:

• ზოგადი დებულებები
• ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა
• საზოგადოებრივი საბჭო
• მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანება
• მოქალაქეთა მონაწილეობა და გამჭვირვალობა/ანგარიშვალდებულება.


„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანება. ქსელის მიზანია ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმის ჩამოყალიბება, საქართველოს რეგიონებში ძირეული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის მიზნით. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა". ქსელის საქმიანობა ხორციელდება „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის" (G-PAC) მხარდაჭერით.

წაკითხულია: 1677