ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოს უნივერსიტეტი“ ახალ, რიგით მეოთხე სასწავლო კორპუსს ხსნის
18/06/2013

პრესრელიზი

18 ივნისი, 2013, თბილისი
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის:


საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთევან მეფარიშვილი
სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი
ტელ: (+99532) 2 55 22 22 (334); 591 702 760
ელ. ფოსტა: k.meparishvili@ug.edu.ge
ვებ-გვერდი: www.ug.edu.ge
მისამართი:კოსტავას 77ა, თბილისი 0175

„საქართველოს უნივერსიტეტი" ახალ, რიგით მეოთხე სასწავლო კორპუსს ხსნის

თბილისი, 20 ივნისი, 2013, 18:00 საათი, „საქართველოს უნივერსიტეტი" მართავს რიგით მეოთხე სასწავლო კორპუსის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს.
გახსნის ცერემონიალზე მოწვეულნი არიან: საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს მთავრობის წევრები.

###
საქართველოს უნივერსიტეტი, არის ყველაზე დიდი, მზარდი და მაღალრეიტინგული აკრედიტებული კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში. ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც დაიმსახურა აშშ-ს მთავრობის მოწონება და განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიიღო დაფინანსება კერძო საინვესტიციო კორპორაციისაგან (OPIC). მიღებული დაფინანსებით საქართველოს უნივერსიტეტმა შეძლო ინფრასტრუქტურის სრული გადახალისება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. აქ განთავსებულია სამეცნიერო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, IT სიმულაციური კაბინეტები, სასამართლო დარბაზი, რაც ჩვენი სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებისათვის საუკეთესო ხელშეწყობაა.

წაკითხულია: 2228