ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოში განახლებადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა".
24/09/2012

მედია ანონსი

24 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
+995 32 2399543
Mobile: +995 599 710030
 E-mail: lelakatche@yahoo.com;
lelakacheishvili@gmail.com; info@greens.ge
Http://www.greens.ge

 საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოში განახლებადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა

„საქართველოში განახლებადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა"

კონფერენციის მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელშეწყობა არასამთავრობო სექტორის ინიციატივების კონსოლიდირების, სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და სამთავრობო სტრუქტურებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.

კონფერენცია ორგანიზებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და მასში ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ექსპერტების გარდა მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები და სპეციალისტები გერმანიიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასევე კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი დაადასტურეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, სხვადასხვა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენციზე მომზადდება არასამთავრობო ორგანიზაციათა პოზიციის დეკლარაცია „საქართველოში განახლებადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობასთან" დაკავშირებით.

კონფერენცია დაიწყება დილის 10:00 საათზე

დასრულდება  17:00 საათზე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

წაკითხულია: 1684