ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„სიახლე ქართულ ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში“
14/10/2015

მედია ანონსი

14.10.2015 თბილისი, საქართველო
დაუყონებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: ელდარ პირმისაშვილი
თანამდებობა: პიარ კონსულტანტი
ტელეფონი: 558445566
ელ.ფოსტა: eldarpr@gmail.com

„სიახლე ქართულ ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში"

2015 წლის 17 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის ორგანიზებით სასტურმო „ჰოლიდეი ინ"-ის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა - კონფერენცია „უსაფრთხო ანესთეზიის საკითხები" გაიმართება.

შეხვედრის მიზანია ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის დაინტერესებული ჯგუფებისათვის გაცნობა, ასევე დარგში მიმდინარე სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ კონფერენციისა და დისკუსიის გამართვა.

საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის შექმნის მთავრი არსი და მიზანი არის: ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დარგში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება; ანესთეზია-რეანიმაციაში არსებული თანამედროვე და ახალი ტენდენციების განხილვა - დანერგვა; კოლეგებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფა, შრომის ჯანმრთელობისა სოცუზრუნველყოფის სამინისტროსთან ურთიერთობის ოპტიმიზება, თანამედროვე გაიდლაინების შექმნა; ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების უფლებების დაცვა.

 

ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და სფეროში მომუშავე სპეციალისტები დაესწრებიან.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგენიან მედიცინის დოქტორები, პროფესორები: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია თემა: "სუნთქვის გრაფიკები და მრუდები" ნოდარ ლებანიძე, თემა: "პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები" ასევე "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი"-ს ვიტალურ ფუნქციათა მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ცოტნე სამადაშვილი, თემით: „გადაწყვეტილები მიღება და კრიზისული სიტუაციების მართვა"

კონფერენციის დასასრულს აქტუალურ თემებზე მონაწილეებს შორის კითხვა- პასუხი და დისკუსია გაიმართება.

 

 


###

 

წაკითხულია: 4840