ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა

ძირითადი განსხვავება პიარსა და რეკლამას შორის არის ის, რომ პიარი (საზოგადოებასთან ურთიერთობა) ესაჭიროება ყველა კომპანიასა და ორგანიზაციას, რეკლამა კი არა. რეკლამისაგან განსხვავებით პიარი (საზოგადოებასთან ურთიერთობა) ხანგრძლივი მოქმედების სტრატეგიებს შეიმუშავებს, რეკლამის პრიორიტეტი კი მისი ლაკონურობა და სწრაფი შედეგია.

 

იმისათვის, რომ კომპანიამ პრესაში თუნდაც მარტივი სარეკლამო განცხადება გააკეთოს, მან ამისათვის უნდა გადაიხადოს გარკვეული თანხა. პრესრელიზი და ინტერვიუ კი პრესაში უფასოდ იბეჭდება. თანაც, პრესრელიზი და ინტერვიუ სარეკლმაო განცხადებისაგან განსხვავებით მკითხველს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის და უფრო მეტ ნდობას იმსახურებს, რადგან როგორც წესი პრესის და არა კომპანიის ინიციატივით იბეჭდება. მედიაში გავრცელებული პრესრელიზის შინაარსის ბეჭვდით და ელექტრონულ მედიაში მოხვედრა უკვე ფაბლისითია.

 

თუ რეკლამას მხოლოდ ერთი ფოკუს ჯგუფი ჰყავს, ანუ მყიდველი, პიარის (საზოგადოებასთან ურთიერთობის) ფუკუს ჯგუფს წარმოადგენს ყველა ის იურიდიული თუ კერძო პირი ვისთანაც კომპანიას აქვს, ჰქონია ან ექნება ურთიერთობა. ესენია: მომხმარებლები, მასმედიის წარმომადგენლები, პარტნიორები და ა.შ.

 

• მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ, რეკლამა ეს არის ფასიანი ფაბლისითი. მისი მიზანია გაყიდვების ხელშეწყობა. რეკლამა შეიძლება განვათავსოთ გაზეთსა და ჟურნალში, რადიოსა და ტელევიზაიში, ბილბორდებისა და ბროშურების მეშვეობით, აგრეთვე სხვა გადამცემი საშუალების გამოყენებით.

• რეკლამა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მოქმედებს ინფორმაციის ფასიანი საშუალებების გამოყენების მეშვეობით. მისი მიზანია ორგანიზაციის, პროდუქციის ან იდეის პოპულარიზება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა.

• რეკლამა ხელს უწყობს გაყიდვების გაზრდას. იგი ახდენს მომხმარებელთა ინფორმირებას პროდუქტის პარამეტრების, ფასის, გამოყენების წესებისა და გაყიდვის ადგილების შესახებ. რეკლამა ახდენს კომპანიის იმიჯის ფორიმრებას. იგი ხდება კომპანიის ლიდერობის სიმბოლო.

 

სასარგებლო ტერმინოლოგია:

• კორპორაციული რეკლამა – რეკლამა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ კორპორაციის ან კომპანიის არსებობისა და საქმიანობის შესახებ.

• კომერციული რეკლამა – რეკლამა, რომელიც რომელიმე ნაწარმის ბაზარზე გაყიდვის მიზანს ემსახურება. 

განმარტება # 1

ფაბლისითს აიგივებენ უფასო რეკლამასთან. ეს არის პრესაში დაბეჭდილი ან ტელევიზიით გაშუქებული სიახლე. პრომოუშენისა და რეკლამისგან განსახვავებით ინფორმაციის წყარო არ იხდის ფულს თავისი სიახლის გამოქვეყნებაში. ფაბლისითის, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მთავრობის, კერძო კომპანიების და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გავრცელებული პრესრელიზები, მედია ანონსები და სხვა. კომუნიკაციის ამ იარაღს იყენებნ კერძო კომპანიები და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებისათვის საკუთარი მომსახურებების ან პროდუქტების წარდგენის მიზნით.

 

განმარტება #2

გამოჩენილი პიარ სპეციალისტის, სკოტ კატლიპის მიხედვით ფაბლისითი, ეს არის გარე წყაროდან მომდინარე ღირებული ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება მედიის მიერ. ეს ღირებულება კი განისაზღვრება ინფორმაციის სიახლით. ფაბლისითი არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში შეტყობინების განთავსების არაკონტროლირებადი მეთოდი, რადგან წყარო არ იხდის ფულს ინფორმაციის გავრცელებისათვის და მისი შემდგომი განთავსებისათვის.

 

განმარტება #3

რუსული პიარ ენციკლოპედიის მიხედვით, ფაბლისითი, როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის ნაწილი, კომპანიას აძლევს საზოგადოებისა და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირების მრავალგვარ საშუალებას.

აქ იგულისხმება:

• ახალი პროდუქტისა ან მომსახურების ანონსირება

• ძველი პროდუქტის რეპოზიციონირება

• რთული პროდუქტის სამომხმარებლო თავისებურებების განმარტება

• კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირება

 

განმარტება #4

Wikipedia – ს ლექსიკონის მიხედვით, ფაბლისითი არის მიზანმიმართული მცდელობა მივაღწიოთ საზოგადოების მიერ ამა თუ იმ საგნის სასურველი რაკურსით აღქმას. ფაბლისითის წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანები, პროდუქტები ან მომსახურება, სხვადასხვა ორგანიზაციები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. მარკეტინგული თვალსაზრისით, ფაბლისითი არის სტიმულირების (Pრომოტიონ) პრომოუშენის ერთ-ერთი კომპონენტი. სხვა კომპონენტებს შორის აღსანიშნავია რეკლამა, გაყიდვების სტიმულირება და პერსონალური გაყიდვები. ფაბლისითი არის პროდუქტთან ან ბრენდთან დაკავშირებული კომუნიკაციის მენეჯმენტი, რომელიც ფირმას აკავშირებს სამიზნე აუდიტორიასთან. ის უმთავრესად გამოიხატება ინფორმაციული აქტივობის სახით, თუმცა მისი საბოლოო მიზანია პროდუქტის, ბრენდის ან სერვისის სტიმულირება (პრომოუტირება). ფაბლისითის გეგმა არის პროგრამა, რომელიც მიმართულია სასურველი მედია გაშუქების მოსაპოვებლად. ფაბლისითის ძირითადი იარაღია პრესრელიზი, თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც, კერძოდ, პრესკონფერენციები, პრესტურები, ვიდეორელიზი, ინტერნეტრელიზი. იმისათვის, რომ რელიზი იყოს მოხმარებადი მედიის მიერ, იგი უნდა პასუხობდეს კონკრეტული მედიასაშუალების აუდიტორიის ინტერესებს.

 

განმარტება #5

ფაბლისითი, ეს არის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ინფორმირებას თვენი პროდუქტის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამოყენებით. მცდარია აზრი, თითქოს ფაბლისითი არის ყიდვა-გაყიდვის ობიექტი. კომპანიის, პროდუქტის ან მომსახურების ფაბლისითი იწვევს დაინტერესებას ჟურნალისტების მხრიდან და ისინი უზრუნველყოფენ მომხმარებალთა ინფორმირებას.

შედეგი სხვადასხვაგვარია და ერთიანი სტანდარტი არ არსებობს:

ჩვენი ზოგი კლიენტი, მას შემდეგ რაც მისი ორგანიზაციის შესახებ პრესრელიზი გავრცელდება მედია სივრცეში, მიიღებს სატელეფონო ზარს ჟურნალისტისაგან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მისი ორგანიზაციის შესახებ უკვე მზა ინფორმაციას ნახავს მომდევნო დღის ან კვირის გაზეთში;

ზოგი კლიენტი, საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას გაიგებს რომელიმე პროფესიული ინტერნეტ გამოცემის, ყოველთვიური ან კვარტალური გამოცემის, სატელევიზიო ან რადიო გადაცემის საშუალებით, თუმცა ჩვენი მომსახურების უნიკალურობა იმაში მგომარეობს, რომ პრესრელიზი თქვენი კომპანიის შესახებ არ დაიკარგება და გარანტირებულად გამოქვეყნდება შემდეგ ონლაინ გამოცემებში: http://www.publicity.ge, საინფორმაციო სააგენტოების ყოველდღიურ სიახლეებში.

არა, რადგან: ა) ჩვენ არ ვაგზავნით სარეკლამო განცხადებებს და არ ვტვირთავთ ჟურნალისტების ელ.ფოსტის ყუთებს არასაინტერესო ინფორმაციებით. ჩვენ ჟურნალისტებს, მათი ოფისიდან გაუსვლელად ვთავაზობთ მაღალპროფესიულ დონეზე მომზადებულ პრესრელიზებს მათთვის აქტუალური თემებით. ბ) ჩვენ მხოლოდ იმ ჟურნალისტებს და რედაქტორებს ვამარაგებთ პრესრელიზებით, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და გამოიწერეს ჩვენი მომსახურება. ეს სია კი რეგულარულად იზრდება და მოიცავს საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ძირითად მედია საშუალებას. ჩვენი მედია კონტატების დეტალური ჩამონათვალი ნახეთ აქ .

თანამედროვე საზოგადოებასა და მაღალ დონეზე განვითარებული მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში, პრესრელიზის ერთხელ გაგზავნა არასაკმარისია, რადგან მას ყოველდღიურად ათეულობით მსგავსი პრესრელიზი უწევს კონკურენციას. ორგანიზაციის იმიჯის და რეპუტაციის მშენებლობის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულარული კონტაქტი. პრესრელიზი და სხვა პიარ ღონისძიებები, მათ შორის პრესტურები, ამის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენი დაკვირვებით, იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზაციის შესახებ მუდმივად იყოს საზოგადოების ინტერესი, აუცილებელია თვეში მინიმუმ ერთი პრესრელიზის გავრცელება, ამით ორგანიზაცია მუდმივ კონტაქტშია საზოგადოებასთან და მართავს მისი ორგანიზაციის და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის პროცესს. აუცილებელია, განიხილოთ თითოეული პრესრელიზი, როგორც მიმდინარე მედია კამპანიის ნაწილი.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ მზა პრესრელიზებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების და კომპანიის პიარ მენეჯერებისაგან მედიაში გასავრცელებლად. ჩვენ მხოლოდ ვაძლევთ მათ სპეციალურ სტანდარტულ ფორმას, ვუკეთებთ გრამატიკულ შესწორებებს, თუ ამის აუცილებლობაა და იმავე დღესვე ვავრცელებთ მედიაში. პრესრელიზების მიღების და გავრცელების დრო არის მაქსიმუმ 4 საათი.

დიახ. გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე მზა პრესრელიზებს ვაგზავნით ჩვენს მედია კონტქტებში მცირედი კორექტირების შემდეგ, ჩვენ ასევე გთავაზობთ პრესრელიზების მომზადებას. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ მოგვაწოდოთ სიახლეები, ან მოგვიყვეთ საინტერესო მაგალითები თქვენი საქმიანობის შესახებ და ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები თქვენზე საინტერესო ისტორიებს შექმნიან. გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებში, ჩვენი თანამშრომლები ესტუმრებიან თქვენს ოფისს, დეტალურად გაეცნობიან თქვენს საქმიანობას. ამის შემდეგ კი ჩვენი კომპანია თქვენთვის შეასრულებს მედიასთან ურთიერთობების მენეჯერის ფუნქციას. ხოლო მათ ვისაც უკვე ჰყავთ პიარ მენეჯერები და აქვთ ორგანიზაციულად განვითარებული პიარ განყოფილებები, ჩვენი კომპანია ერთგვარი მარჯვენა ხელი იქნება მათთვის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში

ეს დამოკიდებულია ჩვენი კლიენტების დაკვეთების რაოდენობაზე. თუმცა, მაქსიმალური დრო ამ შემთხვევაში, რომელიც სჭირდება პრესრელიზების მომზადებას დიდი დაკვეთების პირობებში, იანგარიშება 3 სამუშაო დღე. ეს დრო საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს ყველა საინტერესო ფაქტის მოძიება, კონსულტაცია დამკვეთთან, მომზადდეს შინაარსი და პრესრელიზის ფორმა, მოხდეს მისი გრამატიკული შესწორება და მედიაში გავრცელება. 

ყოველდღე, ორშაბათიდან - პარასკევამდე, 10 საათიდან 7 საათის ჩათვლით.

პრესრელიზის დაგზავნიდან რამოდენიმე საათში, თქვენ მიიღებთ სრულ სიას იმ მედია საშუალებების და კონტაქტების შესახებ, რომლებმაც მიიღეს თქვენი პრესრელიზები. ასევე თქვენი პრესრელიზი გარანტირებულად განთავსდება შემდეგ ონლაინ გამოცემებში:http://www.publicity.ge  და საინფორმაციო სააგენტოების ყოველდღიურ სიახლეებში.

ჩვენ პირველი  კომპანია ვართ, რომელიც ასეთ უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს ქართველ მომხმარებელს, ამიტომ ძნელია რომელიმე სხვა კომპანიას შეადარო იგი. ჩვენი მომსახურება და მისი ეფექტი განსხვავებულია ყველა სხვა დანარჩენი კომპანიის საქმიანობისაგან საქართველოში.

ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელი, სწორედაც რომ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები და ის არამოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები არიან, რომლებსაც არ აქვთ ბიუჯეტი რეკლამისათვის და სხვა სახის პიარ ღონისძიებებისათვის, თუმცა ისინი თითქმის ყოველ კვირა ქმნიან მედიისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო სიახლეებს. ჩვენ ვეხმარებით ზუსტად ასეთ ორგანიზაციებს იმიჯის და რეპუტაციისა ფორმირების და კომუნიკაციის მართვის პროცესში.

თუ თქვენმა კომპანიამ დანერგა ახალი პროდუქტი ბაზარზე, თუ თქვენ გამოეცით წიგნი, თუ თქვენმა ორგანიზაციამ თანამშრომლად აიყვანა გამოცდილი პროფესიონალი, თუ თქვენი კომპანიის თანამშრომელი დააჯილდოვეს, ან თქვენმა კომპანიამ დაასპონსორა საქველმოქმედო აქცია, ა.შ. ეს ყველაფერი პრესრელიზის თემებია და იგი მედიას ამ სიახლეებს პრესრელიზის სახით აწვდის. მაგრამ აქვე უნდა დავსვათ კითხვა: მართლა გამოიწვევს ესა თუ ის სიახლე მედიის ინტერესს? იმისათვის, რომ ნებისმიერი სიახლე საინტერესო იყოს მედიისათვის, საჭიროა არ გავიმეოროთ შეცდომები, რომელსაც ბევრი პრესრელიზის ავტორი უშვებს, კერძოდ: უმეტესობა პრესრელიზებში რომელიც იგზავნება მედია საშუალებებში არ ჩანს თუ რა გავლენას ახდენს ზოგადად ესა თუ ისე სიახლე საზოგადოებაზე, მომხმარებლებზე, პარტნიროებზე, სხვა კომპანიებზე, ქვეყნის განვითარებაზე და ა.შ.

 

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, თქვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე აიყვანეთ გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც ახალი სახეა თქვენი კომპანიისათვის. ეს უკვე სიახლეა და ამ სიახლის მედიაში გასავრცელებლად თქვენ დაიწყებთ პრესრელიზის მომზადებას და მის გავრცელებაზე ზრუნვას. როგორც ყველა პრესრელიზი, თქვენი პრესრელიზიც დაიწერება სპეციალური სტრუქტურით, რომელმაც აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი რამოდენიმე კითხვას: ვინ, რა, როდის, სად და როგორ, მაგრამ ძირითადი ინტერესი მედიის მხრიდან არის კითხვაზე პასუხი "რატომ"?

 

პრესრელიზის მომზადების დროს, აუცილებლად უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა ძირითადი მესიჯებით შეძლებთ მედიის და საზოგადოების დაინტერესებას. ასევე, არ დაივიწყოთ, რომ პრესრელიზის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის თქვენი ორგანიზაციის პოპულარიზება, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი პრესრელიზი აერთიანებს იფნორმაციას, რომელიც საინტერესოა საზოგადოებისათვის და ამავდროულად ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ.

  • ფირმის მიერ შემოთავაზებული ახალი პროდუქცია, სერვისი ან სტაჟირება
  • საქართველოში ახალი ბრენდის შემოსვლა
  • თქვენი კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის გაცნობა
  • თქვენი კომპანიის ჩართულობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში
  • თქვენი კომპანიის გაწევრიანება პროფესიულ ასოციაციაში
  • თქვენი კომპანიის ფილიალის გახსნა
  • თქვენი თანამშრომლის რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივ სემინარში, კონფერენციაში ან შეხვედრაში მონაწილეობა
  • თქვენი კომპანიის ან ორგანიზაციის დაბადების დღის იუბილე
  • ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ფირმაში
  • თქვენი კომპანიის ვებ.გვერდის შექმნა
  • წარმოების განახლების პროგრამა
  • პროდუქციის ასორტიმენტის ახალი სახეობები
  • სიახლე კონკრეტულ დარგში
  • აღმოჩენა ან რაიმე მიღწევა სამეცნიერო თუ საწარმოო დარგში
  • ახალი იდეა ან მოსაზრებების გამოთქმა აქტუალურ თემებზე
  • დაჯილდოება
  • კომპანიის მიერ პრიზის მოპოვება საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე
  • თქვენი თანამშრომლის მიერ რაიმე პრიზის მიღება
  • სტრუქტურული ცვლილებები კომპანიაში
  • თქვენი კომპანიის მიერ სპონსორის ან პარტნიორის მოძიება
  • კრედიტის ან გრანტის მიღება
  • თქვენი კომპანიის მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონის გამოფენებში
  • ახალი პიროვნების დანიშვნა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე
  • საქველმოქმედო აქციის მოწყობა ან მათი დაფინანსება და სხვა მრავალი

ყველა პრესრელიზი იგზავნება ელ.ფოსტის საშუალებით ყველა ამ სერვისის ხელმომწერ მედია საშუალების რედაქტორთან და ჟურნალისტთან. დაგზავნის ფორმა წინასწარ შეთანხმებულია მედიასთან და ვუგზავნით იმ ფორმით, რომელიც მათთვის უფრო კომფურტული და მოსახერხებელია.

ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი პრესრელიზი დაეგზავნება ყველა მედია საშუალებას და ჟურნალისტს, რომლებსაც გამოწერილი აქვთ ჩვენი მომსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ თქვენი ყველა პრესრელიზი მიიპყრობს მედიის ყურადღებას და გაშუქდება, რადგან არჩევანს სიახლის განთავსებაზე გაზეთში, თუ სხვა ნებისმიერ მედია საშუალებაში ჟურნალისტი და რედაქტორი აკეთებს და არა ჩვენ. ჩვენ მათ მხოლოდ მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული პრესრელიზებით ვამარაგებთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი თანამშრომლები იზრუნებენ იმაზე, რომ სიახლემ თქვენი ორგანიზაციის შესახებ ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს სხვა მსგავსი ტიპის სიახლეებს მედია საშუალებებში მოსახვედრად.

 

ჩვენ ვართ სიახლეებისა და პრესრელიზების გავრცელების სააგენტო, რომელიც პოპულარობით და დადებითი რეპუტაციით სარგებლობს ქართულ მედიაში, ამიტომ ჩვენს მიერ გავრცელებული პრესრელიზი და სიახლე უფრო სანდო, დამაჯერებელი, პროფესიონალური, ფაქტებზე დაყრდნობილი და ინფორმაციულია, ვიდრე სხვა პრესრელიზი, რომელსაც მედია საშუალებები დღეში რამოდენიმე ათეულობით იღებს.

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა