ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
,,აფხაზეთში“ სტუმრობისას ანდრო ბარნოვმა სათემო პროექტების უპირატესობაზე ისაუბრა
15/02/2013
 
 
 

პრესრელიზი

15 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+ 995 370 27 80 10
+995 77 95 77 57

shidakartli1@gmail.com

,,აფხაზეთში"  სტუმრობისას ანდრო ბარნოვმა სათემო პროექტების უპირატესობაზე ისაუბრა

    შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობას აგრძელებს. დღის ის საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის ,,აფხაზეთის" ოფისს ეწვია. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუკრი მილორავამ და  გორის ოფისის მენეჯერმა იამზე გოჩაშვილმა გუბერნატორს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნეს და შიდა ქართლში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

გუბერნატორის განცხადებით, ცენტრი „აფხაზეთი" ერთ-ერთი საუკეთესო და ნამდვილად სამოდელო ორგანიზაციაა მათ შორის, რაც მას ოდესმე უნახავს. ორგანიზაციის საქმიანობის დეტალურად განხილვის შემდეგ ბარნოვმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს კომბინირებულ პროექტებს, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო, ეკონომიკური და სოციალური პროექტების ერთდროულ განხორციელებას ბენეფიციარ თემებში. გუბერნატორი და „აფხაზეთის" ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დიალოგს ორგანიზაციის სამომავლო სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა გუბერნატორს გორში სოციალური ცენტრის გახსნის იდეაც  გააცნეს, სადაც დევნილებს და სოციალურად დაუცველებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაეუფლონ ახალ პროფესიებს, გაიარონ პრაქტიკა კვალიფიციურ სპეციელისტებთან, მოიგონ გრანტები, ისარგებლონ შეღავათიანი სესხებით, რაც საბოლოოდ რეალური შემოსავალს გაუჩენს მათ. გუბერნატორმა დახმარება აღუთქვა იდეის ავტორებს ამ იდეის ხორცშესხმისთვის.

ცენტრი ,,აფხაზეთი" გორში მეშვიდე წელია ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე მათ განხორციელებული აქვთ სხვადასხვა სახის პროექტები იძულებით გადაადგილებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების,  ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის,  ეკონომიურად შეწირვებული ადამიანები, ბავშვებისთვის. როგორიცაა ქველმოქმედება, მცირე ბიზნესის განვითარება, ახალგაზრდების დაცვა, თემის მონაწილეობისა და ადვოკატირება და სხვა. ამჟამად ორგანიზაციის პროქტებს შორის პრიორიტეტულია  სათემო გაერთიანებების შექმნასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები.

15.02.2013.

წაკითხულია: 2547

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში