პრესრელიზი
7 ივლისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნათია ომაძე
პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
საზოგადოებრივი კავშირი
მეგობრობის ხიდი ,, ქართლოსი "
მისამართი: გორი.1400 საქართველო
სტალინის გამზ. N10
ტელ: +995 599 299211
ელ. ფოსტა: omadze.n@gmail.com
,,ახლა ჩვენი დროა''- მოხალისეთა ქსელის შექმნა საქართველოში
,,ლუბლინის მოხალისეთა ცენტრმა" და მისმა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქართლოსი" დღეს, 7 ივლისს გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის ,,ახლა ჩვენი დროა - მოხალისეთა ქსელის შექმნა საქართველოში" ფარგლებში ჩაატარა ტრენინგების ციკლი, რომელიც „ლუბლინის მოხალისეთა ცენტრის" ტრენერებმა მოამზადეს. აღნიშნული ტრენინგებით ახალგაზრდა ლიდერები შეისწავლიან მოხალისეთა ჯგუფების შეკრებას, მათ მართვასა და დატრენინგებას. ეს მოხალისეები იმუშავებენ საზოგადოების იმ თემებთან, რომლებსაც ჭირდებათ დახმარება და რეაბილიტაცია.
ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, ასევე საჯარო სამსახურის , სასწავლო ცენტრების და რეგიონის ახალგზარდული საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
,,ახლა ჩვენი დროა" მოხალისეთა ქსელის შექმნა საქართველოში" არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერას საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის პროფესიონალიზაცია და ამ ორგანიზაციების ლიდერების ცოდნის გაზრდა მოხალისეთა ქსელის ჩამოყალიბებისა და მისი მართვის სფეროში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტები პოლონეთში და იქაური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა. იგეგმება ინტერნეტ გევრდის შექმნაც, რომელიც დოკუმენტურად ასახავს საერთო საქმიანობას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში და ითვალისწინებს ამ ქალაქებში საკონსულტაციო პუნქტების შექმნას მოხალისეთათვის. აღნიშნული პუნქტების დახმარებით მოხდება მოხალისეთა პროგრამების რეალიზება. პროექტში მონაწილეობას იღებს ოთხი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოდან.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ,,დემოკრატიის ხელშეწყობა" ფარგლებში.