ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
,,ეკო სკოლების'' პროექტის ფარგლებში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
16/09/2014
პრესრელიზი

16 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნათია ომაძე 599 299211
მეგობრობის ხიდი
,,ქართლოსის" PR მენეჯერი

,,ეკო სკოლების'' პროექტის ფარგლებში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსის" პროექტის ,,ეკო-სკოლები საჯარო სივრცეების შესაქმნელად" ფარგლებში კომბინატის დასახლებაში არსებული სკვერის რეაბილიატაცია დაიწყო. სკვერის რეაბილიტაციის პროექტი გორის # 3 საჯარო სკოლამ დაწერა და ამ პროექტმა ,,ეკო სკოლების" კონკურსში გაიმარჯვა.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის ინვენტარის შეღებვა, საქანელების და მაგიდების მოწყობა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ მოხალისეთა ქსელის - ,,ახლა ჩვენი დროა" მოხალისეები და გორის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფის წევრები.

პროექტი ,,ეკო სკოლები საჯარო სივრცეების შესაქმნელად" განხორციელება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მასში ჩართული იყო კონკურსის წესით შერჩეული გორის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა (N2, N3, N7, ვარიანის, ნიქოზის, ერგნეთის და წითელუბნის). პროექტის მიზანი იყო საზოგადოებრივი სივრცეების შექმნაში შიდა ქართლის ახალგაზრდების მონაწილეობის იდეის დანერგვა და განხორციელება.
პროექტის ფარგლებში გამოიცა წარმატებული საჯარო სივრცის შექმნის სახელმძღვანელო „როგორ შევცვალოთ გარემო", რომელიც გადაეცათ პროექტში მონაწილე სკოლებს მინი-პროექტების მომზადებაში დასახმარებლად.
პროექტის ფარგლებში სასკოლო კლუბებისთვის გამოცხადდა კონკურსი საჯარო სივრცეეების მინი-პროექტების მომზადებაში. მომზადებული 7 პროექტიდან სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა 4 საუკეთესო პროექტი, რომლებიც დაფინანსდა განსახორციელებლად.

პროექტი ,,ეკო სკოლები საჯარო სივრცეების შესაქმნელად" დაფინანსებულია პოლონულ-ამერიკული თავისუფლების ფონდის პროგრამის, ცვლილება რეგიონში RITA-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის ფონდის მიერ.

 

წაკითხულია: 2864