პრესრელიზი
10 ივნისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მარიკა ციკორიძე
995 24 15 88 22
893 68 42 22
E-mail: mediagroup@cida.ge
www.kvemokartli.ge
,,ქვემო ქართლის მრავალეთნიკური მუსიკალური ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ" - ,,კულტურათა დიალოგი"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 10 ივნისი, 2011 წელი - 2011 წლის 11 ივნისს 14 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართება ,,ქვემო ქართლის მრავალეთნიკური მუსიკალური ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ" - ,,კულტურათა დიალოგი".
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის ფილიალი და ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)".
ღონისძიება თანადაფინანსებულია პროექტის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)".
პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის ICOBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი (EU UNDP) და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფები:
1 .მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სამუსიკო სკოლა
2. ქალაქ რუსთავის ჯანსულ კახიძის სახელობის #4 სამუსიკო სკოლა
3 . ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა
4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის სოფელ კოდას განყოფილება
5. ქალაქ რუსთავის ზაქარია ფალიაშვილი სახელობის ხელოვნების სკოლა
6. დმანისის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლა
7. ქალაქ რუსთავის ფოლკლორის სკოლა
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრის ქალაქ გარდაბნის სამუსიკო სკოლა
9. ქალაქ რუსთავის რევაზ ლაღიძის სახელობის #3 სამუსიკო სკოლა
10. წალკის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა # 100