პრესრელიზი
15 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
"შეღავათიანი აგროკრეტიტის პროექტი" წარმატებით მიმდინარეობს
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამი თვის წინ დაწყებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" წარმატებით მიმდინარეობს. დღეისთვის უკვე დაფინასნებულია 3796 ბენეფიციარი, ჯამური თანხით 50,782,197 ლარი.
აქედან მესამე კომპონენტში, რომელიც მოიცავს 7 წლამდე ვადით 1 მილიონ ლარამდე (ექვივალინტით აშშ დოლარში) აგროკრედიტს არაუმეტეს 3%-ისა, უკვე დაფინანსებულია 104 სესხი ახალი საწარმოებისთვის, საერთო ჯამში 12.671.528 აშშ დოლარის ოდენობის თანხით. დაფინანსება მიიღეს მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის და მეფრინველეობის დარგის განვითარებისთვის. სესხი აიღეს მეწარმეებმა, რომლებმაც ბანკებს წარუდგინეს პროექტები სათბურების მშენებლობისთვის. დაფინანსდა ასევე რძის პროდუქტების საწარმო, სასაწყობო მეურნეობები (მაცივარი, საშრობი, საწყობი), გადამამუშავებელი საწარმოები და მეღვინეობა.
სავარაუდოდ, ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნულ კომპონენტში დაფინასებული სესხებით, საქართველოს ყველა რაიონში მინიმუმ ერთი საწარმო მაინც ამოქმედდება.
,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მეორე კომპონენტში, რომელიც მოიცავს 5 წლამდე შეღავათიან აგროკრედიტს 5000 ლარიდან 100 000 ლარამდე - არაუმეტეს 8%-ისა, უკვე დაფინანსდა 1,476 ფერმერი ჯამური თანხით 28,954,071 ლარის ოდენობით. აღნიშნულ კომპონენტში გაიცა სესხი მეცხოველეობაზე, მემცენარეობაზე, მეთვზეობაზე, მეფრინველეობაზე, მეფუტკრეობაზე და შერეულ მეურნეობებზე, ასევე სათბურებისა და სარწყავ სისტემების მოწყობაზე. რაც შეეხება პირველ კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს 5 ლარამდე 0%-იან 6 თვიან სასაქონლო კრედიტს (განვადება) გლეხებისა და მცირე ფერმერებისთვის, უკვე გაცემულია 2,216 ბენეფიციარზე სესხი საერთო მოცულებით 983, 298 ლარის ოდენობით.
მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" განხორციელება. პროექტი გრძელვადიანია და მის ფარგლებში გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ახალი საწარმოს გახსნა საქართველოს ყველა რაიონში.