ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 31 სამართალდარღვევა გამოავლინეს. აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 29 ფაქტი, იმერეთში - 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -17, შიდა ქართლშიც - 17, მცხეთა-მთიანეთში - 9, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6-6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 2 ფაქტი დაფიქსირდა.