1 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყობა სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის „სუვენირები საქართველოდან“ პრეზენტაცია.
პრესრელიზი
1 აპრილი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
„სუვენირები საქართველოდან"
პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა
1 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყობა სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის „სუვენირები საქართველოდან" პრეზენტაცია.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და პროექტის კოორდინატორი ირინე საგანელიძე გაუძღვებიან.
„სუვენირები საქართველოდან" სამინისტროს მიერ უკვე გამოცემული ორი კატალოგის ახლებურ, სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს და ემსახურება ტრადიციული ქართული ხელოვნების - ხალხურის რეწვის პოპულარიზაციას. მასში თავმოყრილია ტრადიციული ქართული ხელოვნების უძველესი მიმართულებები: კერამიკა, ოქრომჭედლობა, მინანქარი, ჭედურობა, ბატიკა, თექა და სხვა. კატალოგი აერთიანებს 100-ზე მეტი ავტორისა და 18 სახელოსნოს მიერ წარმოებულ უნიკალურ ნიმუშებს და ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას. კატალოგის მეშვეობით დამთვალიერებელი გაეცნობა უძველესი ტექნოლოგიითა და მაღალი პროფესიული ნიშნით შესრულებულ ნამუშევრებს, რომელშიც ქართული კულტურის ტრადიციები და ისტორიაა თავმოყრილი.
კატალოგში - „სუვენირები საქართველოდან" შესული ნამუშევრების ავტორები სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან, ხოლო ქართული ხალხური რეწვის რამდენიმე სახელოსნო სამხატვრო აკადემიის ბაზაზეა გახსნილი.
კატალოგი როგორც ქართველ მომხმარებლებს, ასევე ტურისტებს უნიკალური ქართული სუვენირის შეძენის საშუალებას აძლევს. ასევე, ხელს უწყობს საქართველოში შექმნილი სუვენირების გატანას და პოპულარიზაციას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე.