ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
1 ივნისი_ მინდობითი აღზრდაში განთავსებული ბავშვებისათვის
30/05/2013

 

პრესრელიზი

30 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ლელა კლდიაშვილი
599 97 68 48     
lela.kldiashvili@cog.ge

1 ივნისი - მინდობითი აღზრდაში განთავსებული ბავშვებისათვის

2013 წლის 1 ივნისი 11 საათზე ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვები" და სავაჭრო ცენტრი ,,თბილისი მოლი", შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მართავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, კერძოდ მინდობით აღზრდაში განთავსებული 70 ბავშვისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

ღონისძიების მიზანია მინდობით აღზრდის, როგორც ალტერნატიული მზრუნველობის ფორმის პოპულარიზება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შემთხვევაში. (ბავშვთა უფლებათა კონვენციის მუხლი 20 - მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოში აღზრდა)

ღონისძიება გაიმართება ,,თბილისი მოლში", მეორე სართულზე, სადაც იგეგმება:
• ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბავშვების ნახატების გამოფენა, ბავშვები ადგილზეც შეძლებენ მხატვართან ერთად ჩაერთონ ხატვით აქტივობაში;
• ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიერ წარმოდგენილი იქნება მინი საბალეტო წარმოდგენა;
• ბავშვები ჩაერთვებიან გასართობ-შემეცნებით თამაშებში ზღაპრის გმირების მონაწილეობით, სახის მოხატვა, თეატრალიზებული წარმოდგენა და სხვა;
• ღონისძიების განმალობაში ბავშვებს მხარდამჭერი კომპანიები: ,,ბარამბო", ,,ზედაზენი" და ,,კენდი" გაუმასპინძლდებიან ტკბილეულით;
• ღონისძიების შემდეგ, ბავშვებს გადაეცემათ საბავშვო წიგნები ჰიპერმარკეტ ,,კარფურისაგან".

ღონისძიებას დაესწრებიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ლომიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები

ღონისძიების ადგილი: ,,თბილისი მოლი" , მეორე სართული

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ.

საკონტაქტო პირი - ლელა კლდიაშვილი ტელ.: 599 97 68 48
ელ.ფოსტა: lela.kldiashvili@cog.ge

 

 

 

 

წაკითხულია: 2147