9 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ნიაზაშვილი
teonaniazashvili@gmail.com
2013 წლის 10 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი დისკუსია და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
მსოფლიოში და საქართველოში ყოველწლიურად აღნიშნავენ ამ დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ყურადღების გასამახვილებლად. ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკოსები, მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები, ჟურნალისტები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მომხმარებლები და მათი ნათესავები
10 ოქტომბერს საქართველო, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ხმას იმაღლებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტიგმის წინააღმდეგ.
ნაწილობრივ სტიგმით აიხსნება ის გარემოება, რომ ვერც მსოფლიო და ვერც ჩვენი ქვეყანა სათანადოდ ვერ აცნობიერებს ფსიქიკურ დაავადებათა საფრთხის რეალურ მასშტაბებს, არადა, დადგენილია, რომ შრომისუუნარობის გამომწვევი 10 ძირითადი დაავადებიდან 5 ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება. ექსპერტული გათვლებით, მოსალოდნელია, რომ 2020 წლისათვის ინვალიდობის გამო დაკარგული წლების (DALY-ს) მიხედვით დეპრესიული აშლილობა მეორე ადგილს დაიკავებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ.
ამ შეხვედრაზე დარგის ექსპერტები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე, სტიგმასა და დისკრიმინაციაზე; განხილულ იქნება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირის მიმართ გამოჩენილი დისკრიმინაციის შემთხვევა; ამასთან სპეციალისტები წარმოადგენენ წარმატებით განხორციელებულ - ცხელი ხაზის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, მობილური ჯგუფის პროგრამებს. წლების განმავლობაში, ამ სერვისებში იდებოდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, როგორც უცხოელი დონორების, ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ სახელმწიფოს შემდგომი მხარდაჭერის გარეშე პროგრამები ვერ განვითარდება და დაიხურება.
მისასალმებელია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტების ინიციატივით მოხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გეგმა იქნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი და მის განხორციელებას მიექცევა სათანადო ყურადღება, როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია
საკონტაქტო პირები: მარინა კურატაშვილი, ტელ: 599 288 324; მეილი: mkurat1@gmail.com
მანანა შარაშიძე, ტელ: 599 531051, მეილი: manana@gamh.org.ge
მისამართი: რ. მარგიანის ქ. 1ა.