ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
23/04/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
10 წლის ქუთაისელი გოგონას ნამუშევრები ლუქსემბურგის სასახლეში გამოიფინება
თამარ ნოზაძე ჯერ მხოლოდ 10 წლისაა. თუმცა უკვე მოასწრო საკუთარი ნიჭი და უნარი არაერთი მიმართულებით გამოევლინა. იგი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეა. რამოდენიმე კვირაში 10 წლის ვუნდერკინდი ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული გამოფენის მონაწილეც გახდება.
მეხუთე კლასის მოსწავლე, გარდა მხატვრობისა გატაცბულია სპორტით და ტანვარჯიში მისთვის აქტიური დასვენების ერთ-ერთი ფორმაა. დღეს იგი თანაბრად წარამტებულია ხეელოვნებასა და სპორტში. პატარა ვირტუოზი ვიოლინოს საუკეთესო შემსრულებელიცაა და დროის დიდ ნაწილს ხელოვნებას უთმობს. განსაკუთრებული ნიჭის მოზარდი უკვე თავისუფლად ფლობს 3 უცხოენას.
ახლახანს პატარა ხელოვანმა მორიგი წარმატება მოიპოვა. საერთაშორისო პროექტში „დახატე მშვიდობა“ ქართველი მხატვარი საუკეთესო მონაწილეებს შორისაც დასახელდა. მაისის თვეში მისი ნამუშევრები პარიზში გამოიფინება, სადაც იგი სპეციალური მიწვევით გაემგზავრება.
მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული გოგონა, აპრილის თვეში ორგანიზაცია “Club De Chance”-ის პროექტის „დამიხატე მშვიდობა“/“Drew me Piece”-ის გამარჯვებული გახდა, რომელშიც 4-დან 16 წლამდე, 3 000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით. პარიზში გადაგზავნილი ნამუშევრებიდან ჟიურიმ არჩევანი რამოდენიმე ნაშრომზე შეაჩერა. მათ შორის ქართველი კონკურსანტის ნახატებიც შეირჩა. 2018 წელს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად თამარ ნოზაძის „World Without War” დასახელდა. რის შემდეგაც თამარი პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში მიიწვიეს.
თამარ ნოზაძე ხატვის ტენიკას პედაგოგ ქეთევან ბიბილეიშვილთან ეუფლება. იგი პარარელურად აქტიურად გადის წვრთენს ტანვარჯიშის მიმართულებით და ახალი კონკურსებისთვისაც ემზადება. გამორჩუელი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ნიჭის გოგონა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3994