მედია ანონსი
21 იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი,
ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო",
მობ: 895 221 999
100 ქართველი ექიმი განუკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებში ტკივილისა და სხვა სიმპტომების ეფექტურ მართვას შეისწავლის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 21 იანვარი, 2011 წელი -24 იანვარს, 10:00 საათზე , სასტუმრო "ბომონდ გარდენში" (მისამართი: მარშალ გელოვანის 6ა) საერთაშორისო ტრეინინგი - "ტკივილის ეფექტური მართვა ინკურაბელურ პაციენტებში" გაიხსნება. სემინარი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.
სემინარში მონაწილეობას მიიღებს 100 ექიმი საქართველოში არსებული ჰოსპისებიდან, შინ მოვლის სამსახურებიდან, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური მზრუნველობის სამსახურიდან, სხვადასხვა საავადმყოფოებიდან და პოლიკლინიკებიდან.
ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე, საქართველოს პარლამენტსი ჯანმრთელობისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარე ო. თოიძე და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი გახსნიან. სემინარს გაუძღვებიან სან დიეგოს ჰოსპისთან არსებული პალიატიური მედიცინის ინსტიტუტის პროფესორები.
ტრეინინგის მიზანია მოწვეული ამერიკელი ტრენერების დახმარებით ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ შეძლონ ხელი შეუწყონ პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანის ტკივილის გარეშე ცხოვრების უზრუნველყოფას.
დღეისათვის არსებობს მკურნალობის ხელმისაწვდომი საშუალებები ტკივილის მართვისათვის, ასევე იმ სხვა მრავალი მიზეზის მოხსნისათვის, რომლებიც ტანჯვას აყენებენ არა მხოლოდ კიბოთი დაავადებულებს, არამედ ისეთი ქრონიკული სენით შეპყრობილ და დაავადების ტერმინალურ სტადიაში მყოფ ადამიანებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, შიდსი და სხვა. ამ პრობლემის წინაშე დგანან ხანში შესული ადამიანები და ბავშვები.
ამდენად, აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაღრმავებაში.
###
დამატებითი ინფორმაცია პალიატიური მზრუნველობის შესახებ:
პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელი დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. ასეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება შიდსი,
ავთვისებიანი სიმსივნე IV სტადიაში, ალცჰეიმერის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები... ეს ადამიანები პალიატიური პაციენტები არიან, რომელთა მიმართაც მედიცინას მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების მიზანი დარჩენია. საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ათასობით ადამიანს ესაჭიროება.
პალიატიური მზრუნველობის დანერგვას საქართველოში პირველად 1999 წელს ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" და ღია საზოგადოების ინსტიტუტმა დაუჭირეს მხარი. ფონდის ხელშეწყობით და პირველი ლედის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა პალიატიური მზრუნველობის, როგორც სისტემის საფუძვლების შექმნა და პრაქტიკულად ამოქმედდა მედიცინის ეს მიმართულება. ინტენსიური მუშაობისა და ადვოკატირების შედეგად, 2007 წელს პალიატიურ მზრუნველობას მიეცა სამართლებრივი სახე, როგორც ცალკე დარგს და ცვლილებების სახით შევიდა კანონში "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ".
მის: მარშალ გელოვანის 6ა, სასტუმრო "ბომონდ გარდენი" (დიღომი)
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", მობ: 895 221 999