ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
1000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი საჩუქრად "ელიტ ელექტრონიქსისგან"
01/03/2011


პრესრელიზი

1 მარტი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
 + (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
www.elitelectronics.ge

1000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი საჩუქრად "ელიტ ელექტრონიქსისგან"

[PUBLICITY.GE] თბილისი,  1 მარტი, 2011 წელი - 1 მარტიდან "ელიტ ელექტრონიქსი" ახალ  აქციას იწყებს.  მომხმარებელი, რომელიც 25 მარტამდე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების BOSCH-ის ან  Gorenje-ს ნებისმიერ მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას შეიძენს -საჩუქრად1000 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებს.

"მარტი  ქალბატონების თვეა,  აღნიშნული აქციაც სწორედ მათ მივუძღვენით. 1000 ლარიანი ფასდაკლების ბარათით, სასურველი ტექნიკის შეძენას ისინი საკმაოდ მისაღებ ფასად შეძლებენ.  კერძოდ ფასდაკლება სხვადასხვა ტექნიკაზე შემდეგნაირად გადანაწილდება - კონდიციონერებზე - 200, ხოლო 100-100 ლარის დანაზოგის გაკეთებას მომხმარებლები: ტელევიზორებზე,  HP-ის ბრენდის ნოუთბუქებზე, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე,  პროფესიონალურ ფოტოკამერებზე, HTC-ის ბრენდის მობილურებზე და სხვა ტექნიკაზე შეძლებენ - აცხადებს  "ელიტ ელექტრონიქსის" გაყიდვების მენეჯერი ია ნადირაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებით სარგებლობა ვაუჩერის მფლობელის გარდა მის ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც შეუძლიათ.

ფასდაკლების გამოყენება კომპანიის  მაღაზიათა ქსელში 1 სექტემბრამდეა შესაძლებელი.

ია ნადირაშვილის თქმით, "ელიტ ელექტრონიქსი"  მომხმარებლებს, აღნიშნული კამპანიის პარალელურად,  სხვა აქციებსაც სთავაზობს. კერძოდ, 14 მარტამდე უამრავი დასახელების საოჯახო, სამზარეულოს წვრილი ტექნიკა და პირადი მოხმარებლის საგნები 15-20%-მდე ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.

გარდა ფასდაკლებებისა, მაღაზიათა ქსელში სასაჩუქრე აქციებიც მიმდინარეობს. მაგალითისთვის გაზქურას საჩუქრად გამწოვი ან ელექტროღუმელი, ხოლო მაცივარს ამავე ბრენდის უთო მიყვება.

წაკითხულია: 2930