პრესრელიზი
11 მაისი,2013 |
11-12 მაისი - გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე
ურთიერთობა გადამფრენი ფრინველებისთვის
გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. ამ დღეს ყოველწლიურად ეწყობა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროგრამები და ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების მიზნით, რათა ხაზი გაესვას გადამფრენი ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვის მნიშვნელობას.
გადამფრენი ფრინველები მსოფლიოს ყველა კუთხეს აკავშირებს, ხოლო ეს დღე აერთიანებს ორგანიზაციებს, მთავრობებსა და მოხალისეებს გადამფრენი ფრინველების დასაცავად და მომავალი თაობებისათვის შესანარჩუნებლად.