ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი
14/03/2015

პრესრელიზი

14 მარტი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი,
UNDP Georgia Project: Ensure Access to 112 Services
for Persons with Communication Disabilities
Tel.: +995 5 77 2939 79

 

112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის

112 ყველასათვის, როცა წამები გადამწყვეტია

112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება 27 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. 

112 - ის უფასო სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის!

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. 27 მარტიდან სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge.

ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს.

 

გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება გადაეცემა: სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციას და სახანძრო/სამაშველო სამსახურს

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

წაკითხულია: 3540