ანიმ მუსიკისადმი სიყვარული პატარა ასაკშივე გამოამჟღავნა და 4 წლისა ვოკალზე შეიყვანეს. მალე ეროვნული კონკურსის „ჰარმონია“-ს ლაურიატი გახდა და მიიღო სპეციალური პრიზი ქართული მუსიკის საუკეთესოდ შესრულებისთვის. 6 წლისა მისივე სურვილით ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს განხრით. ანი ყოველთვის დიდი სიხარულით იღებდა მონაწილეობას კონცერტებსა თუ კონკურსებში. 2013 წელს, 7 წლის ასაკში თურქეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე, I პრემიის ლაურიატი გახდა. ამავე წელს, საერთაშორისო კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ ლაურიატის წოდება და ნომინაცია „პატარა ვირტუოზი“ მიენიჭა. 8 წლისამ ერევანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალშიც მიიღო პრიზი რთული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. იგი რეგულარულად იღებს მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, სადაც მუდამ ხვდება საპრიზო ადგილებზე.
წლევანდელი წელიც, როგორც სხვა დანარჩენი, მოზარდისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა და იგი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.
ანი გატაცებულია თეატრით და ოპერით. ის ბუნების დიდი მოყვარულია. პატარა მევიოლინეს ძალიან უყვარს მცენარეები, ყვავილები და ცხოველები. პარარელურად ჩართულია არაერთ სასკოლო პროექტშიც. ნიკო ნიკოლაძის სკოლის ბენდშიც ანი ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია და იმედი აქვს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს სკოლასა და ქვეყანას.