12.02.2015 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი ახალი რეგულაციებით განხორციელდება
პრესრელიზი
12 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის 6, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ: 2 37 80 09
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი ახალი რეგულაციებით განხორციელდება
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიზნითალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის ახალი წესები ამოქმედდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება უფრო ეფექტიანად და კვალიფიციურად წარმართოს ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების, საინსპექციო კონტროლის და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. მისივე თქმით, სავალდებულო ხდება საქართველოშიწარმოებული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მარკირება სპეციალური ნომრით, რაც შესაძლებელს გახდის პროდუქტის მიკვლევადობას წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თითოეულ ბოთლზე დატანილი ლოტის ნომერი (L....)მაკონტროლებლებს საშუალებას მისცემს სრული ინფორმაცია მიიღონ.
აღნიშნული ცვლილება იქნება ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მაღალი ხარისხის გარანტი და ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის პრევენციას როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ/საექსპორტო ქვეყნებში.
როგორც ოთარ დანელია აცხადებს, ახალი რეგულაციების თანახმად, ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებითა და ექსპორტით დაინტერესებული მეწარმეებისთვის გამარტივედება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ექსპორტიორებისთვის ნაკლები დანახარჯებით მოხდება ექსპორტი. კერძოდ: მეწარმეები განახორციელებენ პროდუქციის ერთი მთლიანი ლოტის ერთჯერად შემოწმებას და აღარ იქნება საჭირო ამ ლოტიდან ყოველი სარეალიზაციო პარტიის ხელახალი ლაბორატორიული და საგედუსტაციო შემოწმება.
ახალი რეგულაციები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესებშიხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.