ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
13 თებერვალს მსოფლიო რადიოს დღე აღინიშნება
12/02/2013

             პრესრელიზი

12 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მარიამ ყარალაშვილი
+995599010003
+99532 2309312
info@radiokalaki.ge
marika.karalashvili@yahoo.com

 13 თებერვალს მსოფლიო რადიოს დღე აღინიშნება

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ  13 თებერვალი მსოფლიო რადიოს დღედ გამოცხადდა.

„რადიომ შეცვალა ჩვენი წარსული - ის დღესაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ძალას უფრო მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის ფორმირებაში" - აღნიშნავს თავის წერილში  იუნესკოს გენერალური მდივანი ირინა ბოკოვა.

სრული ტექსტი იხილეთ ლინკზე:
http://www.unesco.org/new/en/communication-and-information/events/prizes-and-celebrations/celebrations/world-radio-day/

მსოფლიო
რადიოს დღეს „რადიოქალაქი" FM 101.9 თავის ყოფილ წამყვანებთან ერთად ორიგინალურად აღნიშნავს. თავისუფალი ეთერის დროს „რადიოქალაქის" ყოფილი წამყვანები: ნინო არაზაშვილი, დათო მაღლაფერიძე, ნიკა ქავთარაძე, ნიკა რამიშვილი, ლევან ჯავახიშვილი,  ალეკო გრიგალაშვილი, ევა მენთეშაშვილი, ბექა ონიანი  რადიოში გატარებულ დროს გაიხსნებენ და მსმენელს საინტერესო ეთერს შესთავაზებენ.

გთხოვთ გვეწვიოთ „რადიოქალაქის" სტუდიაში 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე თქვენთვის სასურველ დროს და ჩვენთან ერთად აღნიშნოთ
მსოფლიო რადიოს დღე.

კონტაქტი: 230 93 12 , 229 55 88

593 121429

599 010003

მელიქიშვილის 1

თბილისის საკონცერტო დარბაზი

 

წაკითხულია: 5929