20 ივლისი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
საქართველოს ბანკმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება სრულად ჩამოაწეროს ჯარიმა თბილისის მერიის მიერ მიწოდებულ სტიქიით დაზარალებულთა სიაში არსებულ ყველა მოქალაქეს, ვისაც ერიცხებოდა რაიმე საურავი დავალიანების გამო და ყველა დაზარალებულს მიცეს ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდი რომლის განმავლობაშიც მათ ვალდებულებებს არ დაერიცხებათ პროცენტი და არც ძირის დაფარვა მოეთხოვებათ.
ამასთან, საქართველოს ბანკი გამოყოფს დამატებით თანხებს, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ოფიციალურად აღრიცხული სიის მიხედვით, დაზარალებულთა პირველ ორ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის (ვისი საცხოვრისიც აღარ არსებობს ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას) ვალის შემსუბუქების მიზნით. აქედან, 107 მსესხებელს (65 ოჯახი) სრულად დაეფარებათ ბანკში არსებული სასესხო ვალდებულება.
საქართველოს ბანკი განაგრძობს სასესხო ვალდებულების შემსუბუქების გზების დამუშავებას სიის მიხედვით პირველი ორის შემდგომ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის.