ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/04/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
144 მოწყვლადი მოზარდი დამოუკიდებელ ცხოვრებას მომზადებული შეხვდება
25 აპრილს ქ. თბილისში, ახალგაზრდულ ცენტრში „ფაბრიკა“ (12:00 საათი), გაიმართება პროექტის დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან დონორი და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები და ბავშვთა თემებზე მომუშავე სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ნაჩვენი იქნება პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „მე ვარ ....“ და, აგრეთვე, გამოფენილი იქნება პროექტის მონაწილეების სურათები.
28 თვიანი პროექტის მანძილზე 144 მოწყვლადი მოზარდი ჩართული იყო აქტივობებში და მიიღო სხვადასხვა სახის სარგებელი, რაც მომავალში მათ, 18 წლის შესრულების შემდეგ, გაუადვილებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას. კერძოდ - 116 მოზარდი დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ხოლო 99 სოციალური უნარებით გაძლიერებული შეხვდება სრულწლოვან ასაკს. პროექტის ფარგლებში დაფუძნებული 6 სოციალური საწარმო კი მომავალშიც გააგრძელებს მოზარდების გადამზადება-დასაქმების პროგრამას.
თეა კაჭარავა, პროექტის მენეჯერი:
„ ამ ტიპის პროექტებში რაოდენობრივ შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი თვისობრივი შედეგი გახლავთ . აქ საქმე ეხება ბავშვის ბედს , რომელიც ჩვენ შეგვიძლია წარვმართოთ უკეთოსობისკენ ან უარესობისკენ . ჩვენი პროექტის შედეგად მასში ჩართული მოზარდების უმეტესობა უფრო ძლიერი შეხვდება სრულწლოვან ასაკს . დღეს ისინი არიან თავდაჯერებულ ნ ი , გახსნილ ნ ი , აქვთ საკუთარი ძალების და რესურ სების რწმენა . ამ მიღწევის ციფრებში გამოსახვა შეუძლებელია , პროექტში მიღებული გამოცდილება მოზარდებისათვის არის უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე “.
პროექტის მიზანი გახლდათ სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში ჩართული მოზარდების გაძლიერება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ამ მიზნის მიღწევა ხდებოდა ტრენინგების, სტაჟირების და დასაქმების გზით. პროეტის ბენეფიციარები იყვნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდები. განხორციელების არეალი კი გახლდათ კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთამთიანეთის რეგიონი და ქ. თბილისი. პროექტის „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2583