14 ივლისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
kavkaz Jazz Project პიარ-მენეჯერი
ნინო წითლანაძე
+995 593 75 03 49
kavkazjazz@gmail.com;
nino.artnews@yahoo.com
15-დან 19 ივლისის ჩათვლით თბილისში გაიმართება მეხუთე
Kavkaz Jazz ფესტივალი
ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად შედგება მასტერ-კლასებისგან დამწყები ჯაზ-მუსიკოსებისთვის და ყოველდღიური კონცერტებისგან და ჯემ-სეიშენებისგან. კონცერტებში მონაწილეობას ქართველ მუსიკოსებთან ერთად მიიღებენ მოწვეული სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან.
წელს პირველად ფესტივალი უმასპინძლებს "მრგვალი მაგიდების" სერიას, სადაც სამხრეთ კავკასიის წამყვანი ექსპერტები, კულტურის მენეჯერები და არტ-კრიტიკოსები იმსჯელებენ რეგიონულ მუსიკალურ ბაზარზე შექმნილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
Kavkaz Jazz არის ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალი საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას უწყობს ხელს. Kavkaz Jazz ფესტივალი ტარდება 2010 წლიდან. ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში 50-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტის ორგანიზატორია - არასამთავრობო ორგანიზაცია "Art Bridge". პროექტის წარმდგენები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
პრეს-რელიზს თან ერთვის ფესტივალის პროგრამა.
საკონტაქტო პირი:
ნინო წითლანაძე +995 593 75 03 49
e-mail: kavkazjazz@gmail.com; nino.artnews@yahoo.com
www.kavkazjazz.com
https://www.facebook.com/KavkazJazz
https://www.youtube.com /KavkazJazzOfficial
KAVKAZ JAZZ FESTIVAL
15-19 ივლისი 2014
15 ივლისი, სამშაბათი
16:00 - პრეს-კონფერენცია კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. მონაწილეობენ ელენე მეჩიტოვა, ნეკა სებისკვერაძე, რეზო კიკნაძე, გაბრიელ ნიაძელია/მატეუშ პლინიევიჩი
17:00 - შეხვედრა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
18:00 - საფეხმავლო ექსკურსია ძველ თბილისში
16 ივლისი, ოთხშაბათი
11:00 - Divan. მასტერ-კლასი. მიყავს ზურაბ რამიშვილს
12:00 - კავკასიური სახლი. მრგვალი მაგიდა „ჯაზის ისტროია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში". მოდერატორი - კახა თოლორდავა, საქართველო.
19:30 -Greenema Open Air Cinema. Doors open.
20:00 - Greenema Open Air Cinema. გახსნის კონცერტი
17 ივლისი, ხუთშაბათი
11:00 -Divan. მასტერ-კლასი. მიყავს გაბრიელ ნიაძელიას, პოლონეთი
11:00 - Divan Lounge. მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". მოდერატორი - არმენ მანუკიანი, სომხეთი
14:00 - Divan. მასტერ-კლასი. მიყავს მატეუშ პლინიევიჩს, პოლონეთი
14:00 - Divan Lounge. მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". მოდერატორი - არმენ მანუკიანი, სომხეთი
20:00 - Divan. კონცერტი. ჯემ-სეიშენი
18 ივლისი, პარასკევი
11:00 - კლუბი Zazanova. მასტერ-კლასი. მიყავს ზაზა მარჯანიშვილს
11:00 - Divan Loung». მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". მოდერატორი - თურან მამედალიევა, აზერბაიჯანი
14:00 - Divan» შემოქმედებითი შეხვედრა მაია ბარათაშვილთან
14:00 - Divan Lounge. მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". მოდერატორი - თურან მამედალიევა, აზერბაიჯანი
20:00 - Divan. კონცერტი.
19 ივლისი, შაბათი
11:00 - ექსკურსია მცხეთაში
16:30 - კავკასიური სახლი. ღია დისკუსია. მოდერატორი - ელენე მეჩიტოვა
20:00 - Greenema Open Air Cinema. დახურვის კონცერტი
20 ივლისი, კვირა
მონაწილეების გამგზავრება