15 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით, საჩუქრები და შელ ჰელიქს ულტრას სპეციალური აქცია „თეგეტა მოტორსში"
პრესრელიზი
15 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/
15 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით, საჩუქრები და შელ ჰელიქს ულტრას სპეციალური აქცია „თეგეტა მოტორსში"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 მარტი, 2012 - 15 მარტიდან „თეგეტა მოტორსი" გამორჩეულ აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში ყველა მომხმარებელი, რომელიც შეიძენს შელ ჰელიქს ულტრას საავტომობილო ზეთის 4 ლიტრიან შეფუთვას, საჩუქრად მიიღებს „ფერარისა" და „შელის" ბრენდირებულ საჩუქარს: სპორტულ ბოთლს ან ჯიბის ფანარს.
აქცია ეხება შემდეგი ტიპის საავტომობილო ზეთებს:
- ზეთი ძრავის შელი 5W30 HelixUltSynt
|
- ზეთი ძრავის შელი 5W40 Helix Ultra
|
- ზეთი ძრავის შელი 10W60 HelixUltraRac
|
- ზეთი ძრავის შელი 5W30 HelixUltraExtra
|
- ზეთი ძრავის შელი 0W40 Helix Ultra
- ზეთი ძრავის შელი 0W40 HelixUltraextrapol.
|
მომხმარებელს საჩუქარი გადაეცემა იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული საავტომობილო ზეთის 4 ცალ 1 ლიტრიან შეფუთვას შეიძენს. აქცია არ ვრცელდება ჩამოსასხმელ პროდუქტებზე და ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს.
„შელი" მსოფლიო ბრენდია, მისი საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისაგან.
„შელის" საცხებ საპოხი მასალები „თეგეტა მოტორსში" 2007 წლიდან იყიდება. დღეისათვის „თეგეტა მოტორსი" ამ ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.
მსოფლიო ნავთობის წარმოების წამყვანი კომპანია Shell Lubricants დამოუკიდებელმა კვლევითმა კომპანიამ KLINE&COMPANY ზედიზედ მეხუთედ ინდუსტრიის ლიდერად დაასახელა. შელის საცხებ-საპოხი მასალების პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. შელი ოფიციალურად რეკომენდებულია ჰიუნდაის, მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, რენოს და სხვა ლიდერი მწარმოებლების მიერ. „შელი" ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია.