პრესრელიზი
17 ოქტომბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი
593260609
maiko@publicity.ge
საქართველოში "ძუძუს ჯანმრთელობის დღე" აღინიშნა
Publicity.Ge, თბილის,17 ოქტომბერი, 2011 - 15 ოქტომბერს თბილისში ევროპის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის ორგანიზებით ძუძუს ჯანმრთელობის დღე აღინიშნა. ღონისძიება ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით ს.ხეჩინაშვილის სახ.კლინიკაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქალბატონებს საშულება ჰქონდათ უფასოდ ჩაიტარებინათ შემდეგი გამოკვლევები: მამოლოგის კონსულტაცია, ექოსკოპიური და ციტოპათოლოგიური გამოკვლეევები. აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა და როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ბატონმა დავით ფერაძემ განაცხადა - მასში მონაწილეობა 200- ზე მეტმა ქალბატონმა მიიღო.
” ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის და ს.ხეჩინაშვილის კლინკის დამსახურებაა, რომ დღეს ამდენ ქალბატონს მიეცა საშუალება ჩაეტარებინა უფასო გამოკვლევები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარდამჭერ კომპანიას და თითოეულ კომპანიას, ვინც სოლიდარობა გამოხატა და ჩვენთან ერთად აღნიშნა ეს დღე. მსგავსი ტიპის ღონისძიებები და უფასო გამოკვლევები ხეჩინაშვილის კლინიკასთან პარტნიორობით კიდევ არაერთი იგეგმება” - განაცხადა ორგანიზაცია ევროპა დონა საქართველოს პიარ მენეჯერმა მაიკო ჩიტაშვილმა
ამ დღის აღსანიშნავად ქართული კომპანიები სწორედ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ძუძუს ჯანმრთელობის დღის აღსანიშნავად კომპანიების: გუდვილი, პოპული, ჯიმარტი, ავერსი, ფიტნეს კლუბი ,,ქარვსი", ღვინის კომპანია "თელავის ღვინის" თანამშრომლები და კლუბის წევრები, სიმბოლურად ვარდისფერი ბაფთის ტარებით შეუერთდნენ სოლიდარობის აქციას. ყოველივე ეს მიზნად ისახავდა შეახსენებინა საზოგადოებისთვის ის პრობლემა, რასაც ძუძუს კიბო ჰქვია, რათა უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს და მეტი ყურადღება მიექცეს ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამაღლდეს ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ, მოხდეს ადრეული გამოვლენა მამოგრაფიული სკრინინგის მეშვეობით, ჩატარდეს ძუძუს კიბოს ოპტიმალური მკურნალობა და მოვლა.
"ძუძუს ჯანმრთელობის დღის" აქციის მიზანია საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნებით, ჯანსაღი კვებითა და ამავდროულად მამოგრაფიული სკრინინგით შესაძლებელია ძუძუს კიბოს პროფილაქტიკა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: გუდვილი, პოპული, ჯიმარტი, ავერსი, ფაბლისითი ჯგუფი, პროსერვისი,ფიტნეს კლუბი ქარვსი, თელავის მარანი, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჟურნალები რეიტინგი, დაქალი, სითი.
ევროპა დონა - ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ევროპული კოალიციაა, რომელიც მოწოდებულია, რომ გააერთიანოს ქალბატონები რათა:
ამაღლდეს სათანადო ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ;
მამოგრაფიული სკრინინგ პროგრამების მეშვეობით, მოხდეს ადრეული გამოვლენა
ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს დაენიშნოთ გაიდლაინებზე დამყარებული, ოპტიმალური მკურნალობა და საუკეთესო, სპეციალური სტანდარტებით გათვალისწინებული მოვლა.
ევროპა დონაში გაერთიენბულია 46 ქვეყნა, რომელთაც საერთო მიზანი გააჩნიათ: ქალების მობილიზება და პროპაგანდირება რათა:
ევროპა დონა არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ევროპელ ქალთა ინტერესებს წარმოადგენს ძუძუს კიბოსთან მიმართებაშ, როგორც ლოკალური და ეროვნულ ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების დონეზე. 2006 წლიდან საქართველოში დაფუძნდა ევროპა დონას საქართველოს წარმომადგენლობა.კოალიციაში გაწევრიანებული არიან ძუძუს კიბოთი გადარჩენილი ქალები, მედიკოსები, და უბრალოდ ამ პრობლემით დაინტერესებული ადამიანები.