ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/05/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
16 წლის ფერმერი ქართული ჯიშის ფრინველებს ამრავლებს
თექვსმეტი წლის ელნურ ალიევი რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლეა. ელნური რეგიონში ცხოვრობს და ყოველდღიურად დიდი მანძილის გავლა უწევს, რომ რუსთავამდე ჩამოვიდეს. მიუხედავად ყოველდღიური დატვირთვისა და საკუთარ მეურნეობაში საქმიანობისა, ახალგაზრდა ფერმერი თანაბრად წარმატებით ართმევს თავს მეცადიონეობასაც და ფერმერობასაც. 16 წლის მოზარდი სკოლაშიც გამორჩეული მოსწავლეა. მას განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნები და გეოგრაფია აინტერესებს. ალნური მაქსიმალურად ცდილობს სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნა სოფლის მეურნეობასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში დანერგოს. ამაში კი მას სკოლის პედაგოგები და ოჯახის წევრებიც ეხმარებიან.
დღეს ახალგაზრდა მეწარმე მშობლებთან ერთად საკუთარ ფერმას გარდაბანში უძღვება. გაკვეთილების შემდეგ იგი დიდ დროს ფერმაში ატარებს, სადაც უნიკალური ქართული ჯიშის ხოხობს, კაკაბს, მწყერსა და სხვა იშვიათი სახეობის ფრინველის უვლის, ზრუნავს მათ კვებასა და გამრავლებაზე.
„ჩემი ფერმა მრავალმხირვ საინტერესო და უნიკალურია. აქ არაერთი იშვიათი ჯიშის ფრინველი მყავს. მომავალში კი ვგეგმავ გადაშენების პირას მყოფი ფრინველები საქართველოში სათანადო კლიმატის მქონე ტერიტორიაზე გავუშვა გასამრავლებლად და ამით ჩემი წვლილი შევიტანო ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაშიც „- გვიმხელს რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-10 კლასის მოსაწავლე.
ახალგაზრდა ფერმერს სხვა დიდი გეგმებიც აქვს და უახლოეს მომავალში ფერმის კიდევ უფრო გაფართოებასაც აპირებს. თუმცა მისი მთავარი ოცნებაა თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვანი ბუნების განვითარებას და საკუთარი წვლილიც შეიტანოს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2652