ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
161-ე თეატრალურ სეზონს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი პრემიერით ხსნის
15/10/2012

პრესრელიზი

15 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ბალეტის პრეს-სამსახურის უფროსი
თამარ მოდებაძე
877140008

161-ე თეატრალურ სეზონს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი პრემიერით ხსნის

2012 წლის 20 და 21 ოქტომბერს თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ამერიკელი ქორეოგრაფის თრეი მაკინტაერის ერთმოქმედებიანი ბალეტის „ეს თავდაყირა სამყაროს" პრემიერა.  მაყურებელი ასევე იხილავს ტრეი მაკინტაერის კიდევ ერთ ბალეტს „წამი გარდასახვამდე" და ირჟი კილიანის ბალეტს „SECHS TANZE".

ტრადიციულად ახალ სეზონს გახსნის ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოებაც, რომლის ხელმძღვანელები  მიშელ დანი და სარა უილიამსონი ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებს გადასცემენ სახელობით სტიპენდიებს.

დასაწყისი 19 საათზე

წაკითხულია: 2086